ახალი ამბები
„საპროექტო სამუშაოები დაწყებულია“ –„ტორპედოს“ სტადიონს რეაბილიტაცია უტარდება
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პროექტირება დაწყებულია.
სტადიონზე სრულად უნდა შეიცვალოს მოედნის საფარი, გარემონტდეს გასახდელები, მოწესრიგდეს სველი წერტილები. დაგეგმილია VIP ლოჟის გაფართოება, პრეს ლოჟისთვის კი დამოუკიდებელი შესასვლელის მოწყობა.

რა თანხა დაიხარჯება რეაბილიტაციისთვის, ზუსტი ციფრი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ სტადიონის რეაბილიტაციის ხარჯებს, რაც დაახლოებით 700 000 - 800 000 ლარია, ფეხბურთის ფედერაცია დაფარავს, ხოლო, დარჩენილ სამუშაოებს ქუთაისის მერია დააფინანსებს (სავარაუდოდ, 500 000 ლარამდე).

სტადიონის დირექტორის, თამაზ კიკვაძის თქმით, რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

"მთლიანად უნდა შეიცვალოს მოედანი. არამხოლოდ ბალახის საფარი, არამედ, ნიადაგიც. გრუნდატმდე უნდა დავიდეს სამუშაოები. ამას რამდენიმე თვე დასჭირდება, რომ მასზე თამაში იყოს შესაძლებელი. ახალ სეზონს გუნდი ქუთაისში ვერ დაიწყებს, მაგრამ თუ გეგმის მიხედვით წავალთ, სამუშაოები ივნისში უკვე დასრულებული იქნება და ევროტურნირს მზად შევხვდებით",- ამბობს შპს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის დირექტორი, თამაზ კიკვაძე.

რეაბილიტაციის დასრულებამდე "ტორპედო" კალენდარულ მატჩებს წყალტუბოს მოედანზე ჩაატარებს.

"ტორპედოს" სტადიონს რეკონსტრუქცია ბოლოს  2010 წელს, ინვესტორმა  კომპანია "ვისოლ ჯგუფმა" ჩაუტარა.  სტადიონზე დამონტაჟდა 14 700 ინდივიდუალური სკამი, საერთაშორისო სტანდარტების ტაბლო და განათების სისტემა, თავიდან აშენდა ადმინისტრაციული შენობა, გადაიხურა სტადიონის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარემონტდა გასახდელები და პრესლოჟა.

2017 წელს კლუბი ქუთაისის მერიამ აუქციონზე 300 000 ლარად გაყიდა. სტადიონი კი საკუთრებაში დაიტოვა, რომლის შენახვის ხარჯებსაც თავად აფინანსებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.