ახალი ამბები
ხარაგაულის საკრებულო მერის საქმიანობის შესწავლას ითხოვს
FaceBook
ხარაგაულის საკრებულო მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის შესწავლას ითხოვს, თუმცა, დეპუტატები ჯერ ვერ შეთანხმდნენ, სახელმწიფო აუდიტმა უნდა შეისწვალოს ნიკოლოზ თოფურიძის ერთწლიანი მუშაობა, თუ, კერძო აუდიტორმა.
საკრებულოს ოპოზიცია თვლის, რომ სახელმწიფო აუდიტმა,  შესაძლოა,  არ შეამოწმოს ყველა ის მიმართულება, რაზეც კითხვები არსებობს. უმრავლესობა კი ამბობს, რომ კერძო აუდიტორის მოწვევა ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც ხარაგაულის ბიუჯეტიდან უნდა ანაზღაურდეს, ამიტომ, უმჯობესია აუდიტი სახელმწიფომ ჩაატაროს.

აუდიტის მოწვევის შესახებ ხარაგაულის საკრებულომ 4 თებერვლის სხდომაზე იმსჯელა, თუმცა, დეპუტატებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

"სახელმწიფო აუდიტმა, შესაძლოა,  არ შეამოწმოს ის მიმართულებები, რაზეც ჩვენ გვაქვს კითხვები. მაგალითად, მუნიციპალიტეტის  ქონება, შესყიდვები  და სხვა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს კერძო აუდიტის მოწვევა.  6 დეპუტატი უკვე თანახმაა აუდიტის მოწვევაზე, გვჭირდება კიდევ 6 წევრის თანხმობა, რომ მერს გავუგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნა", - ამბობს ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია "ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თორნიკე ავალიშვილი.

ქალაქის მერთან შეკითხვები აქვს როგორც უმცირესობას, ასევე, უმრავლესობას.

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს ქალაქის მერთან შეკითხვები თითქმის ყველა მიმართულებით აქვს.

"კითხვები არის შესყიდვებთან დაკავშირებით, ასევე, აღურიცხავ ქონებაზე, რომელიც მრავლადაა მუნიციპალიტეტში. ვერ მუშაობს სოციალური პროგრამები, გასულ წელს ერთჯერადი მატერიალური დამხარება მხოლოდ შვიდმა ადამიანმა მიიღო. მუნიციპალიტეტმა ვერ აითვისა სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფლი თანხა. 1 650 000 ლარის პროექტებიდან მხოლოდ 35% შესრულდა. ბევრი მიმართულებით არის შეკითხვები", - ამბობს პაატა გოგოლაძე.

ხარაგაულის მერსა და საკრებულოს უმრავლესობას შორის დაპირისპირება ერთ წელზე მეტია გრძელდება. საკრებულოს ბოლო სხდომაზე კი 19 დეპუტატიდან 17–მა მერის, ნიკოლოზ თოფურიძის მუშაობა უარყოფითად შეაფასა, რის შემდეგაც გააქტიურდა საუბარი მისთვის მისივე თანაგუნდელების მიერ იმპიჩმენტის გამოცხადებაზე.

საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, რომ მერსა და საკრებულოს შორის კონფლიქტი გავლენების მოპოვების მცდელობითაა განპირობებული და არა ნიკოლოზ თოფურიძის ხარვეზებით მუშაობის გამო, რადგან ხარაგაულში პრობლემები ადრეც იყო, თუმცა, საკრებულოს უმრავლესობა ამაზე არ საუბრობდა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.