ახალი ამბები
"ცხოვრება გაუსაძლისი გახდება" – ჭოგნარში ნაგვსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისში, მერიის შენობის წინ თერჯოლის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ აქცია  გამართა.
ისინი სოფელთან ახლოს ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა თქმით, სულ მალე მათი სოფლის მიმდებარედ დასავლეთ საქართველოს ქალაქებიდან ჩამოტანილი ნაგვის დაყრას დაიწყებენ, რაც დააზიანებს გარემოს და ცხოვრება გაუსაძლისი გახდება.

"დაბინძურდება მიწისქვეშა წყლები, ჰაერი, აღარ გაიყიდება რძე და მაწონი, რაც ჩვენი შემოსავლის წყაროა", -  განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.  მოსახლეობის თქმით, თუ დაიწყება ნაგავსაყრელის მშენებლობა, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

ოგნარის ტერიტორიაზე, 36 ჰა მიწის ფართობზე, ახალი, ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულიდან უნდა დაიწყოს.

ჭოგნარის ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს.

ნაგავსაყრელის მოწყობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ახორციელებს.



ამავე თემაზე:


როგორი იქნება ნაგავსაყრელი, რომელიც ჭოგნარში უნდა მოეწყოს (ვიდეო)


ნიკეას ნაგავსაყრელი ჭოგნარში რეგიონულის გახსნისთანავე დაიხურება

"არ შევეგუებით ნაგავსაყრელის აშენებას"- ჭოგნარის მცხოვრებლების აქცია ქუთაისის მერიასთან

ევროპული ნაგავსაყრელი ქართული წინააღმდეგობით (ვიდეო)


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.