ახალი ამბები
"სამუშაოების შესრულებაზე კონტროლი იქნება მკაცრი "- იმერეთის გუბერნატორი მშენებლებსა და მერებს შეხვდა
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა რეგიონში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და მუნიციპალიტეტების მერებს 2019 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაავალა,  ხოლო,  მშენებელი კომპანიების წარმომადგენლები სამუშაოების შესრულების ხარისხზე მკაცრი კონტროლის შესახებ გააფრთხილა.

შავლეგო ტაბატაძის თქმით, გასულ წელს ამ მხრივ პრობლემები იყო და 2019 წელი უკეთესი უნდა იყოს. 

"გასულ წელს ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები მშენებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ თავი შევიკავეთ დაჯარიმებასგან , რომ ეს არ ჩაგეთვალათ ზეწოლად. ახლა თქვენ გექნებათ ზუსტი წარმოდგენა იმაზე,  თუ რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი, გექნებათ შესაძლებლობა გაიაზროთ თითოეული პროექტი და გაითვალისწინოთ,  რომ სამუშაოების შესრულების დროსა და ხარისხზე იქნება მკაცრი კონტროლი"- მიმართა  მშენებლებს გუბერნატორმა .  

შავლეგო ტაბატაძემ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მერებისგან რაიონებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების
ოდენობა გაიზრდება.
15:49 / 19.11.2025
2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა გაიზრდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დასავლეთ საქართველოს
საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფო
სახსრების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი
ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ოთხი პირი
დააკავეს.
14:21 / 19.11.2025
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.