ახალი ამბები
წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებაზე ქუთაისის ბაგა-ბაღებში მუშაობა დაიწყო
FaceBook
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებზე მშობლებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს.

ამის შესახებ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, დავით წიტაიშვილმა ჩვენთან საუბარში გვითხრა. მისი თქმით, ინფორმაციის დონეზე მშობლებთან აქვთ შეხვედრები, რათა მათ ის რეგულაციები გააცნონ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააწესა.

"გუშინ გვქონდა შეხვედრები ყველა ბაღების დირექტორებთან და მშობლებთან, რათა აგვეხსნა ის რეალობა, რაც დღეს ჩვენს წინაშეა და მშობლებიც გვეთანხმებიან, იმაში რომ ბავშვების აცრა აუცილებელია. 37 ბაღიდან ამ ეტაპისთვის 9 760 აღსაზრდელია რეგისტრირებული", - ამბობს დავით წიტაიშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება. ის სავალდებულოა, ასევე, პირველიდან 19 წლამდე პირებისთვისაც, რომელთაც გეგმური ვაქცინა არასრულად აქვთ გაკეთებული ან საერთოდ არ ჩაუტარებიათ.

სამინისტროსვე გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აცრის სტატუსის მოთხოვნის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ პირებს წითელას ვაქცინა ჩატარებული არ აქვთ, შესაძლოა, მათთვის მოსწავლის ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი დადგეს. აღნიშნული საკითხი განათლებისა და ჯანდაცვის უწყებების მიერ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს.

საქართველო კვლავ წითელას ეპიდემიის წინაშე დგას, სტატისტიკა მზარდია. ამ დროისთვის 580 შემთხვევაა რეგისტრირებულია, მათი უმრავლესობა დაფიქსირებულია თბილისსაა და სამეგრელოში, ასევე იმერეთსა და კახეთში. ბოლო სამ დღეში ვაქცინაცია 12 000 მოქალაქემ ჩაიტარა.


ამავე თემაზე:

წითელას გახშირებული დიაგნოზი ქუთაისში - რას გვირჩევენ ექიმები

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.