ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში რეგისტრაცია დასრულებულია - ვინ იბრძოლებს რექტორობისთვის
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე რეგისტრაცია 21 იანვარს დასრულდა.
რექტორობისთვის ორი კანდიდატი ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის #41–ე ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნიშნიანიძე და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ყოფილი მოადგილე როლანდ კოპალიანი იბრძოლებს. 

დავით ნიშნიანიძე წერეთლის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეა. ამასთანავე, არის საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელი (ფიზიკის). 2002-2014 წლებში ბოლონიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობდა. მუშაობს თეორიულ ფიზიკაში.

როლანდ კოპალიანი სპეციალობით აგრონომია, მიღებული აქვს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2016 წლიდან დღემდე არის  წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სუბტროპიკული კულტურების დეპარტამენტის პროფესორი. 2011–2016 წლებში იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.

ორ კანდიდატს შორის არჩევანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნდა გააკეთოს, რომლის თავმჯდომარე სასწავლებლის მოქმედი რექტორია. 

აკადემიური საბჭო 18 წევრით არის დაკომპლექტებული და მასში თითოეული ფაკულტეტის წარმომადგენლები შედიან. 

"ორმა კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია. ამის შემდეგ მოხდება სამოქმედო გეგმის წარდგენა, რომელსაც აკადემიური საბჭო განიხილავს", – განმარტავს ჩვენთან საუბარში სასწავლებლის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მინდია ბერეკაშვილი.   

სასწავლებელში ახალ რექტორს 22 თებერვალს გამოავლენენ. 

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პოსტს ამ დროისთვის გიორგი ღავთაძე იკავებს. 

ის სასწავლებლის რექტორის პოსტზე ორჯერ იყო არჩეული. ბოლოს რექტორის არჩევნები 2015 წელს ჩატარდა. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო
განხილვა ქუთაისში შედგა.
17:19 / 22.04.2024
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში შედგა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.