ახალი ამბები
„ზომით პატარააო“ – ჭახათაში აღმოჩენილ მღვიმეს, შესაძლოა, ძეგლის სტატუსი არ მიანიჭონ
FaceBook
ქუთაისში, ჭახათას უბანში აღმოჩენილ მღვიმეს, შესაძლოა, ძეგლის სტატუსი არ მიენიჭოს – ამის შესახებ ქუთაისელი ექიმი, ვახტანგ სიხარულიძე საუბრობს, რომელმაც მღვიმე რამდენიმე კვირის წინ შემთხვევით აღმოაჩინა.
მისი თქმით, 8 იანვარს მას უთხრეს, რომ მღვიმის სიმცირის გამო მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება არ იგეგმება.

"ჩამოსული ყოფილან სპეციალისტები, დაუთვალირებიათ და უთქვამთ ზომით პატარაა და ძეგლის სტატუსს ვერ მივანიჭებთო. საქართველოც პატარაა და მაშინ რა გამოდის?  ზომის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ? ჩასული იყვნენ იქ სპალეოლოგები და თქვეს, რომ მღვიმე არის უნიკალური. ეს არ არის საკმარისი? ზომას რა მნიშვნელობა აქვს?",  – ამბობს ვახტანგ სიხარულიძე.

მისი თქმით, მღვიმესთან ახლოს კარიერული სამუშაოების გამო მუდმივად არსებობს მისი დაზიანების საფრთხე. გარდა ამისა, მღვიმის შესასვლელი არ არის დაცული, რაც, ასევე, საფრთხის ქვეშ აყენებს იმ უნიკალურ ფორმებს, რაც მღვიმეშია.

ქუთაისიპოსტი დღის ბოლომდე ელოდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პოზიციას. თავდაპირველად სააგენტოში გვითხრეს, რომ სპეციალისტებმა შეისწვალეს მღვიმე, თუმცა, ის არქეოლოგიულად საინტერესო არ აღმოჩნდა, თუმცა, იმაზე აპირებს თუ არა სააგენტო მღვიმესთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას, განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებდნენ. სააგენტოს ამაზე განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ჭახათას უბანში უნიკალური მღვიმე, რომელიც ქუთაისელმა ექიმმა მის ძაღლთან ერთად სეირნობის დროს შემთხვევით აღმოაჩინა, სპელეოლოგების შეფასებით დაახლოებით 30–50 წლისაა.  მათი თქმით, მღვიმეში არსებული სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების მბრწყინავი ფორმები, უნიკალურია და ის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე არ გვხვდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის
დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
13:32 / 19.04.2024
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.