ახალი ამბები
თეთრ ხიდზე მინის საფარის დაზიანების მიზეზი ამ დრომდე უცნობია
FaceBook
თეთრ ხიდზე მინის საფარის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. მომხდარიდან 10 დღის შემდეგაც არ არსებობს პასუხი იმაზე, მინა დააზიანეს თუ ბზარების გაჩენის მიზეზი მისი უხარისხობა გახდა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ მათი ეჭვი, იმის შესახებ, რომ შუშა გარე ზემოქმედების შედეგად დაზიანდა, მყარია, თუმცა, რის საფუძველზე კეთდება ეს განცხადება, თვითმმართველობაში არ განუმარტავთ.

"ეჭვები, რომლებიც ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით, რომ შესაძლოა, გარე ზემოქმედების შედეგად ყოფილიყო დაზიანებული, არის მყარი, მაგრამ განზრახ მოხდა ეს თუ გაუფრთხილებლობით, ამას გამოძიება დაადგენს", – განაცხადა მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს გამოძიება.

მომხდარზე საქმე 187–ე მუხლითაა აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

თეთრი ხიდი 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, მალევე ხიდზე ლითონის ფილები დაზიანდა, 10 დღის წინ კი შუშა დაიბზარა.

ქუთაისის მერიამ კომპანია "ალმა რუსს", რომელმაც ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა, ხელშეკრულება გაუწყვიტა. 


ამავე თემაზე:

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი

განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)

თეთრ ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს

თეთრი ხიდიდან ქვები აიღეს

სად წაიღეს თეთრ ხიდზე მიტანილი 13 ქვა

უთაისის მერია კომპანიისგან, რომელმაც თეთრ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა, 189 000 ლარს ითხოვს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.