ახალი ამბები
ქუთაისში კაფე "ფლამინგო" ბუხაიძის ქუჩაზე კომერციულ ობიექტს ვეღარ ააშენებს
FaceBook
ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებმა,  მერიას, რომელმაც "ფლამინგოს" მშენებლობისთვის ადგილი სკვერში გადასცა, სასამართლო დავა მოუგო.

თითქმის ორწლიანი პროცესი, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერიისა და საკრებულოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, რომლითაც შპს "ფლამინგოს" ბუხაიძის N17, N19–ის მიმდებარედ არსებული სკვერის ნაწილი 25-წლიანი იჯარით გადაეცა, გაუქმდა.

სასამართლოში ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებთა სახელით საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატი - ნატო ქათამაძე იბრძოდა.

მისი თქმით, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"14 პროცესი გაიმართა, არც ერთს მერიის წარმომადგენელი არ ესწრებოდა. სასამართლომ მიიღო ძალიან სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. დღეს გამიჩნდა განცდა, რომ სამართლიანი სასამართლო არსებობს", – ამბობს ნატო ქათამაძე.

ქუთაისის მერიამ შპს "ფლამინგოს", რომელიც 2017 წლამდე კინო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა, ბუხაიძის ქუჩაზე 300 კვ.მ მიწა სკვერში გადასცა. მერიასა და შპს–ს შორის შეთანხმება მას შემდეგ მოხდა, რაც "ფლამინგოს" ადგილი კინო "საქართველოს" ადმინისტრაციამ მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კინოს გახსნაზე უარი განაცხადა.

ქუთაისის მერიამ მაშინ გამოსავლის სახით, კაფეს, სანაცვლოდ ადგილი ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში შესთავაზა. სკვერში კომერციული მშენებლობის შეჩერებისა და იჯარის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, ქუთაისის მერიის წინ ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები საპროტეტსო ქციებს მართავდნენ, რის შემდეგაც მათ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი.

ამავე თემაზე:

"ფლამინგოს" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 22 ივნისს სარჩელი შეაქვთ

ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის სანაცვლოდ

"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)

"ისუნთქოს ქალაქმა" - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან

"ისუნთქეთ ცემენტი" - აქცია ქუთაისის მერიის წინ

"ფლამინგოს" მშენებლობის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შევიდა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო
განხილვა ქუთაისში შედგა.
17:19 / 22.04.2024
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში შედგა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.