ახალი ამბები
როგორი იყო ქუთაისი ორი საუკუნის წინ ?!
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ქუთაისი XIX საუკუნის ქართულ პრესაში - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც მედიის მკვლევარმა ეკა ბაქანიძემ შეადგინა.

"მე -19 საუკუნის პრესაზე რამდენიმე წელია რაც ვმუშაობ. იმთავითვე ყურადღება მიიქცია ქუთაისთან დაკავშირებულმა თემებმა. იმიტომ რომ მასალა იყო ძალიან მრავალფეროვანი, იმ პერიოდის გაზეთების ყველა ნომერში იყო მასალები ქუთაისზე ან ქუთაისიდან", - აღნიშნა ანა ბაქანიძემ.

მე-19 საუკუნის პრესაში ქუთაისთან დაკავშირებული მასალები ყველა სფეროს ეხება. არის ინფორმაციები როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მაშინ ხორციელდებოდა ქალაქში, ან მათი საჭიროება იყო, ასევე მასალები ადამიანურ ისტორიებზე.

სტატიები როგორც კრიტიკული, ასევე მორალური და შეგონებითი ხასიათის გახლდათ.

მაშინდელი პრესა ყვება მეცენატობის ისტორიებს. მაგალითად, მეთონეზე რომელიც გიმნაზიის ღარიბ სტუდენტებს უფასოდ აძლევდა პურს, ასევე დალაქზე, რომელიც მსახიობებს უსასყიდლოდ ემსახურებოდა.

აქ შეიძლება  გადაეყაროთ ინფორმაციებს გამოგინებებზეც. მაგალითად, ქუთაისელ გამომგონებელ ვინმე რატიანზე, რომელმაც თანამედროვე თერმოსის ანალოგი გამოიგონა.

პრესა ყვება პიანისტზე, რომელმაც განათლება ვენაში მიიღო, მაგრამ ქუთაისში დაბრუნდა რომ აქ ესწავლებინა და ა.შ.

არის ბევრი მასალა ქალთა აქტიურობაზე და მათ ბრძოლაზე უფლებებისთვის.

მე-19 საუკუნის პრესა ასახავს ქუთაისის საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას, საზოგადოების მცდელობებს არ ჩამორჩნენ და ფეხდაფეხ მიყვნენ პროგრესს.
პრეზენტაციაზე წარმოადგინეს გამოფენაც.

წიგნიდან ამონარიდები მესხიშვილის თეატრის მსახიობები წაიკითხეს.

პროექტი ქუთაისის მერიის დაფინანსებით გამოიცა, ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და
განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს
15:53 / 15.04.2024
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს "შეცდომაშია შეყვანილი".
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში
ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
12:45 / 15.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.