ახალი ამბები
ქუთაისის მერია – შპს „სანოსთვის“ თანხის გადახდას არ ვაპირებთ
FaceBook
ქუთაისის მერიაში უარყოფენ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას, იმასთან დაკავშირებით, რომ  კომპანია "სანოსთან" პოლიტიკურ გარიგებას სათავაზობს.
"სანომ" ქუთაისში სოციალური საცხოვრისი მოაწყო. 

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ კომპანიისთვის, რომელმაც ქუთაისში სოციალური საცხოვრისი ხარვეზებით მოაწყო,  თანხის გადახდას არ აპირებენ და ბიუჯეტში 528 000 ლარის გათვალისწინება ვალდებულება იყო, რადგან "სანოსთან" მიმდინარე სასამართლო დავა დასრულებული არ არის.

"არამარტო 528 000 ლარის არაგადახდას ვაპირებთ, არამედ, მილიონ ლარამდე ვედავებით ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების გამო. რაც შეეხება 2019 წლის ბიუჯეტში ამ თანხის ჩადებას, ბიუჯეტში უნდა იყოს ის თანხა, რისი გადახდის ვალდებულებაც გვაქვს და ვიდრე ჩვენ არ გვექნება სასამართლოს გაადწყვეტილება, ვადებული ვათ, რომ ეს ციფრი იყოს ასახული",–ამბობს დავით ნიშნიანიძე.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ, მერია, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში შპს "სანოსთვის" 528 000 ლარის გათვალისწინების გამო გააკრიტიკა. როგორც მან პრესკლუბ "მედიარუმში"  განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება კომპანიასთან პოლიტიკურ გარიგებაში შევიდა.

ქუთაისში სოციალური საცხოვრისი 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. მაშინ ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ შენობის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სინამდვილეში ქუთაისის მერიამ კომპანია "სანოს" ჯამში 4 372 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფრომა. აქედან 528 000 ლარი მერიას ამ დრომდე აუნაზღაურებელი აქვს. 

ამავე თემაზე:


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.