ახალი ამბები
ქუთაისში ზამთრის სეზონისთვის პალმები შეკრეს
FaceBook
ქუთაისში,ზამთრის სეზონთან დაკავშირებით აღმაშენებლის გამზირზე გაშენებული პალმები შეკრეს.
მერიაში განმარტავენ, რომ ხეივანზე არსებული ყველა ხე შეკრულია. 

პალმებს სპეციალური მასალით უკვე მეორე წელია აღარ ფუთავენ. ქუთაისის მერიაში ამბობენ , რომ წინა წლებში პალმების შეფუთვამ მცენარეები დააზიანა.

აღმაშენებლის გამზირზე პალმების ხეივანი 2011 წელს მოაწყვეს. იმ დროისთვის "ვაშინგტონის" ჯიშის უნიკალური მცენარის 300 ძირი პალმა დაირგო. ასევე, მოეწყო მიწისქვეშა სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა სპეციალური ღამის განათება, დაიგო ფილები და მინდვრის საფარი. ხეივანში ქვის დეკორატიული ძელ-სკამები დადგეს, შეიცვალა მიმდებარე შენობების იერსახეც. პალმების ხეივნის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 960 000 ლარი დაიხარჯა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის დასუფთავების სამსახურისთვის 22 ერთეული სპეციალიზებული
ტექნიკა შეიძინეს.
16:49 / 28.10.2026
ქუთაისის დასუფთავების სამსახურისთვის 22 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა შეიძინეს.
მომავალი  წლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის
მომსახურებას სრულად მუნიციპალური ავტოპარკი უზრუნველყოფს და
კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება.
11:39 / 24.10.2026
მომავალი  წლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებას სრულად მუნიციპალური ავტოპარკი უზრუნველყოფს და კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.