ახალი ამბები
„უნდა მივიღოთ კანონი ქუთაისზე“ – კობა ნარჩემაშვილი
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ნარჩემაშვილმა პრესკლუბში "მედიარუმი" ქუთაისის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისი უნდა გახდეს ეკონომიკური ჰაბი, თუმცა, ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა.

კობა  ნარჩემაშვილის თქმით, ქუთაისის განვითარებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ქუთაისზე კანონის შექმნას, რომელიც დაარეგულირებს ქალაქის ურბანულ გავითარებას და ყველა პროექტს, რაც ქალაქში განხორციელდება.

"გვინდა, რომ მივიღოთ კანონი ქუთაისზე და საკანონმდებლო გარანტიების შექმნა მიმაჩნია ერთ–ერთ ყველაზე პრინციპულ გადაწყვეტილებად ქუთაისისთვის. ეს არის ქალაქის ურბანული განვითარება, რომელიც უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული და ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ ქუთაისთან მიმართებაში ის შეცდომები, როგორიც დაშვებულია თბილისში განაშენიანების თვალსაზრისით. ქუთაისს ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული კულტურული პეწი და ისტორიული იერსახე. ამ კანონის მიღებისთანავე, ჩემი აზრით, გაჩნდება აუცილებლობა გენერალური გეგმის დამტკიცების. ქუთაისი უნდა გახდეს ეკონომიკური და ტურისტული ჰაბი. ყველას აქვს მოლოდინი, რომ ეს არის მოკლევადიანი პერსპექტივა, მაგრამ საწუხაროდ ეს არ მოხდება ერთ და ორ წელიწადში", – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა პარლამნეტის შენობის ბედზე და განაცხადა, რომ ის შენობის გაყიდვის მომხრე არ არის.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.