ახალი ამბები
ქუთაისელი ახალგაზრდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა
FaceBook
თბილისში, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად  19 წლის ქუთაისელი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 

მან, ორ ახალგაზრდასთან ერთად,  ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. სამი ახალგაზრდიდან ორი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. 

"ქუთაისელმა ბიჭმა კომატოზურ მდგომარეობას თავი ვერ დააღწია, ის უკვე სახლში ჩამოასვენეს," - ამბობენ ქუთაისში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის მეზობლები.

ქვეყანაში მძიმე ნარკოტიკული ნივთიერებების ინტერნეტით უპრობლემოდ რეალიზაციაზე საუბრობენ ორგანიზაცია თეთრი ხმაურის წარმომადგენლები.  ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას სთხოვენ და ქალაქში ახალი „მკვლელი ნარკოტიკის" შემოტანაზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება, რომლიც MDMA-ის სახელით ქალაქში იყიდება, რეალურად სხვა ნივთიერებაა და მისი მოხმარების შედეგად, 3 ახალგაზრდა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ქვეყანაში ბოლო დროს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების უპრეცედენტო ზრდაზე საუბრობენ ნარკოლოგები. თუმცა, ნარკოდანაშაულის მიმართ მკაცრი კანონმდებლობის გამო, დაზარალებულები კლინიკას ან საერთოდ არ მიმართავენ, ხშირ შემთხვევაში ინტოქსიკაციის მიზეზს არ ამხელენ.

პრობლემაა, სპეციალისტების თქმით, ისიც, რომ პრეპარატები, რომლიც ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირების დროს აუცილებელია, ურეცეპტო მედიკამენტების სიაში აღარ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და 116 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამოღებულია: 35 კილოგრამი „ჰეროინი“, 6 კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.