ახალი ამბები
დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
FaceBook
ქუთაისი-ხონის გზაზე, მიკროავტობუსის ამობრუნების შედეგად დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ოთხი მათგანი მკურნალობას ჩხობაძის კლინიკაში გადის. 

"სამ პაციენტს ტვინის შერყევა აქვს, ერთს ლავიწის ძვლის მოტეხილობა, რომელიც ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს", - კლინიკის ემერჯენსის განყოფილენის ექიმი, ელისო ონიანი.

დაშავებულ ხუთ სამხედროს კი ქუთაისის რეფერალურ ჰისპიტალში მკრუნალობენ. 

ჰოსპიტალის დირექტორი, ირაკლი გოგინავას თქმით, მათთან დილით 11 სამხედრო მიიყვანეს. ექვსი მათგანი უკვე გაწერილია.

"ამჟამად, ჰოსპიტალიზირებულია ხუთი პაციენტი. ოთხს ტვინის შერყევა აღენიშნება, ერთს ლავიწის ძვლის მოტეხილობა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ამბობს ირაკლი გოგინავა.

ქუთაისი-ხონის გზაზე ავარია 08:00 საათზე მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომლის შემდეგაც სავალ გზაზე გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანება 15-მა სამხედრომ მიიღო.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქმე ს/ს კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.