ახალი ამბები
"ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება" – კომპანიები, რომლებიც სესხებს გაანულებენ
FaceBook
კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც სესხების განულების პროგრამას შეუერთდნენ ცნობილია.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით სესხების განულებაში  10 –ზე მეტი კომპანია ჩაერთვება. უწყების ცნობითვე სესხების განულების პროცესში შემდეგი კომპანიები მიირებენ მონაწილეობას: 

"ვივუსი, შპს "პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო", შპს "მოზო", შპს "ფრენდლი ფაინენს ჯორჯია", შპს "ფინანსური მონიტორინგის ბიური",შპს "ინფინიტი ჰოლდინგი", შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +", შპს "ემას კრედიტი", შპს "მისტერ ლოუნ.ჯი", შპს "გრანატ ინვესთმენთ", შპს კრედიტ ესპერტ ჯორჯია", სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი", შპს "მინი სესხი".

" სესხების პატიების პროექტში დამატებით ის სესხის გამცემი ორგანიზაციები ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე, თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ"– განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა..

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს იმის გამო, რომ სესხის გამცემი ორგანიზაციები დამატებით ჩაერთო პროექტში და მათი ბაზებიც შესაჯერებელია ერთიან მონაცემებთან.

"ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და ე.წ. "შავი სიიდან" ამოღებული იქნება 600 000 ადამიანი. ეს პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის ტემპი, რაც საკუთრივ ვალების ჩამოწერას და სიების გასუფთავებას ნიშნავს, დაპირებისამებრ გაცხადებულ ვადებში ჩაეტევა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში,
12:44 / 08.12.2019
ქუთაისში, "ქართული ოცნების"  აქტივისტების მიერ კვერცხებითა და საღაბევებით დასვრილ შენობების ფასადებს ქუთაისის მერია დაასუფთავებს.  ეს დავალება ადგილობრივმა ხელისუფლებამ კულუტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან მიიღო.
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში მასწავლებლის მიერ მოსწავლის შესაძლო ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები სრულდება.
7 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრში მსახიობ ევა ხუტუნაშვილის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ქუთაისელმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სოლიდარობა გამოუცხადეს.
10 დეკემბერს, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოსახლეობას შეხვდებიან.
სამტრედიის სოფელ საჯავახოში დაკარგულ მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან კვლავ განახლდა.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ აქციაზე დღეს მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირებთან კავშირს უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“ და აცხადებენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულ პირებს არ იცნობენ.
ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციას სტუდენტთა ნაწილიც შეუერთდა. 
რამდენიმე წუთის ქუთაისის მერიის წინ, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეები არიან შეკრებილნი ინცინდენტი მოხდა.