ახალი ამბები
ქუთაისის მე-3 საარჩევნო უბნიდან ენმ-ს დამკვირვებელი გააძევეს
FaceBook
ქუთაისში მესამე საარჩევნო უბნიდან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გააძევეს.
ამავე უბნის საარჩევნო კომიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მიზეზი ერთ-ერთი ამომრჩეველის გამო მომხდარი აჟიოტაჟი გახდა, რომელსაც სარეცხი საშუალების კვალი ემჩნეოდა. 

"საბავშვო ბაღში მუშაობს ის ქალი, სარეცხი საშუალების ხაზი ემჩნეოდა ხელზე და ამაზე ააგო დამკვირვებელმა პროვოკაცია, ყვიროდა და 7-8 წუთით შეაფერხა მუშაობის პროცესი. დებოში ატეხა, შევიკრიბეთ, ვუყარეთ კენჭი და კომისიამ მიიღო გაძევების გადაწყვეტილება. მერე თვითონაც მიხვდა დანაშაულს და ბოდიშები უხადა ვის მიმართაც პროვიკაციას ახორციელებდა", - ამბობს მესამე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ნანი გასვიანი

"ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენელი ამავე უბნიდან ამბობს, რომ კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

"ამ ქალს პირველი ტურის არჩევნებზეც მსგავსი მიზეზი ჰქონდა, რის გამოც აყვირდა დამკვირვებელი და არ იყო გასაგდები უბნიდან", - ამბობს ენმ-ს წარმომადგენელი ციალა ოქრომჭდლიძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.