ახალი ამბები
ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობის 15 საათიანი მონაცემები 7%-ით ჩამორჩება პირველი ტურის ჯამურ მონაცემებს
FaceBook
15 საათის მონაცემებით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა 10 000-ით მაღალია პირველი ტურის ამავე პერიოდთან შეადრებით.

ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 53 977-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 34.54%-ია.

აღნიშნული მონაცემები კი მხოლოდ 7%-ით ჩამორჩება პირველი ტურში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა საერთო აქტივობას.  პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურიში ქუთაისში მონაწილეობა 65 000-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 41.6%-ია.


"ამომრჩევლების ეს აქტივობა პირველი ტურის 15 საათის მონაცემებთან შედარებით 10 000-ით მაღალია. ეს არის ყველაზე მაღალი აქტივობა, რაც კი ქუთაისში დაფიქსირებულა ბოლო პერიოდის განმავლობაში"- განმარტავს ოსეფაიშვილი.

მისი თქმით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 11 საჩივარია შესული.

"ორი საჩივარი დაწერილია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხოლო დანარჩენი არასამთავრობო, დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან," აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

12 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი ქუთაისში საკუთარი არჩევანი 28245-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 18.1%-ია.

ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, მხოლოდ ერთი სპეცუბანია, N2 საპყრობილე, სადაც 260 ამომრჩეველია.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ქუთაისში 156 281ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც პირველ ტურთან შედარებით 230 ამომრჩევლით მეტია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.