ახალი ამბები
ქუთაისში საარჩევნო უბნებთან სიებით ხელში კოორდინატორები არიან მობილიზებულნი
FaceBook
ქუთაისში #87-ე, 88-ე და 90-ე საარჩევნო უბნებთან სიებით ხელში კოორდინატორები არიან მობილიზებულნი.

ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, კოორდინატორებმა სიები დამალეს და განმარტეს, რომ უბანზე ყოფნა მათი უფლებაა. მათი განცხადებით, ამომრჩევლების მონიტორინგს არ ახორციელებენ. "არაფერსაც არ ვიწერთ. ჩემი უფლებაა აქ ვიყო "-ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.

ქუთაისის #59 საოლქო სარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე რაიმე პროცედურულ დარღვევას ადგილი არ აქვს და ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"იყო რამოდენიმე უბანი, სადაც შეფერხება მოხდა კომისიის წევრების გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია" - ამბობს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, მხოლოდ ერთი სპეცუბანია, N2 საპყრობილე, სადაც 260 ამომრჩეველია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.