ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე - „ნაცმოძრაობა წაგებული პოზიციიდან მოქმედებს და ყველაფერზეა წამსვლელი, ეს ხალხმა უნდა იცოდეს“ (R)
FaceBook

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე არჩევნების მეორე ტურის წინ სიტუაციას აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს მოსალოდნელი საფრთხეები,

რადგან ნაცმოძრაობა წაგებული პოზიციიდან მოქმედებს და ყველაფერზეა წამსვლელი. დეპუტატის აზრით, აუცილებელია ქართველმა ხალხმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგონოს თავისი ხმა: „რაც უფრო მცირე დრო რჩება მეორე ტურამდე, მით უფრო აგრესიული ხდება ნაციონალური მოძრაობა. იმდენად არიან წაგებაში დარწმუნებულები, რომ მათ სატელიტ არასამთავრობო ორგანიაციებს უკვე ჭორებით ალაპარაკებენ. ფაქტია, არჩევნების შემდეგ მათი მცდელობა სიტუაციის არევის, რეალურია და ეს უნდა იცოდეს ხალხმა. დესტაბილიაცია უპირველეს ყოვლისა, ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, რაც მთავარია, ტურიზმზე. ამიტომ აუცილებელია არა მარტო გამარჯვება, არამედ დამაჯერებლი გამარჯვება. ქართველმა ხალხმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა გააგონოს თავისი ხმა - არა სისხლიან რეჟიმს! დღეს საზოგადოება ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე თუნდაც მმართველი პარტია. დღეს სწორედ ისინი განსაზღვრავენ ქვეყნის ბედს. 28 ნოემბერს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება ცუდი წარსულის საბოლოო დასასრული და კიდევ ერთი შანსის მიცემა დღევანდელი ხელისუფლებისთვის“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.