ახალი ამბები
მგფ-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რიონისპირა სახლები დაათვალიერა
FaceBook
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ იმერეთის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან ერთად რიონისპირა სახლები დაათვალიერა.

გიორგი შენგელიამ ის სახლები მოინახულა, რომელთა რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.

მგფ-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სახლები, რომლებიც განახლებას ექვემდებარება, აღდგება, ხოლო იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებლების გამაგრება შეუძლებელია, ალტერნატიულ ფართს ან შესაბამის კომპენსაციას შესთავაზებენ.

"პროექტის ფარგლებში მოხდება ურბანული განახლება. მოწესრიგდება კალაპოტი, სანიაღვრეები., მოეწყობა ბილიკები, განათება და სრულიად ახალ სიცოცხლეს შეიძენს ეს უბანი და შეკრავს ტურისტულ მარშრუტს," - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მგფ-ს აღმასრულებელ დირექტორს  პროექტის ღირებულება არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას რამდენიმე ათეული მილიონი ლარი მოხმარდება. რაც შეეხება პროექტის განხორციელების ვადებს, შენგელიას თქმით, საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვას ერთი წელი დასჭირდება, სამშენებლო სამუშაოები კი მინიმუმ ორი წელი გაგრძელდება.


ამავე თემაზე:

ქუთაისში რიონისპირა სახლებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.