ახალი ამბები
ხარაგაულში პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროკურატურამ ხარაგაულში პოლიციელების მხრიდან მოქალაქების მიმართ შესაძლო ფიზიკური ძალადობისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.


ხარაგაულის პოლიციის უფროსს, დავით მჭედლიძეს ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ორი მოქალაქე ადანაშაულებს.

მათი განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გზაზე ავტომობილით გადაადგილებისას სავალ ნაწილზე პოლიციის გაჩერებული მანქანა დახვდათ. მოქალაქეების თქმით, პოლიციელს სავალი ნაწილის გათავისუფლება სთხოვეს, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა და სამართალდამცველებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები "რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

შსს-ს განცხადებით, კი ხარაგაულის რაიონის სოფელ ქვებში მცხოვრები გელა კვინიკაძე, თანხმლებ პირთან ერთად, საკუთარი ავტომანქანით, მოძრაობის წესებს დარღვევით გადაადგილდებოდა. პოლიციამ ისინი გადამოწმების მიზნით შეაჩერა და ალკოტესტით გადამოწმების შედეგად ორივე მათგანს ალკოჰოლით თრობის ფაქტი დაუდგინდა.

"შემოწმების შემდეგ ისინი პოლიციის თანამშრომლების მიმართ გახდნენ აგრესიულები და დოკუმენტების წარდგენაზე უარი განაცხადეს, ამასთან პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციის თანამშრომლებმა ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. ავტომანქანის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმდა და 6 თვით აეკრძალა ავტოტრანსპორტის მართვის უფლება. პროკურატურამ ხარაგაულში მომხდარი შემთხვევის დროს პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი
გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან
დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
15:28 / 16.08.2026

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.