ახალი ამბები
ხუთი წლით პატიმრობა ორსული ცოლის ცემისთვის
FaceBook
ხონის რაიონში მცხოვრებ თ.ხ. – ს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით სისტემატურად ძალადობდა ორსულ მეუღლეზე, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის მიმართ სისტემატიური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ხ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, თ.ხ. 2018 წლის 10 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით სისტემატიურად სცემდა და ძალადობდა 6 თვის ორსულ მეუღლეზე. გამოძიების ინფრომაციით, თ.ხ. რომელიც ოჯახში ძალადობის ფაქტზე 2018 წლის 17 აპრილსაც იყო დაკავებული, მეუღლეს სწორედ იმ დღეებს ახსენებდა, რომელიც მისი თქმით, მან მის გამო გაატარა ციხეში. იმავე ფაქტზე თ.ხ მეორედ 2018 წლის 15 ივნისს დააკავეს.
თ.ხ. –ს სამტრედიის რაიონულმა პროკურატურამ ბრალი სსკ 111 -126-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც  ცემასა და ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.