გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და
იმერეთის რეგიონში მთელი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია
მოსალოდნელი. 
  
დღეს, 19 ნოემბერს, ქუთაისში მშრალი ამინდი შენარჩუნდება,
ტემპერატურა კი  16 – 21 გრადუსი იქნება. 
20  ნოემბრიდან, სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ
დაცემას ვარაუდობენ. 
"23 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს
ცვალებადი  იმიმართულების ქარი, ტემპერატურა კი  7–12
გრადუსი იქნება," – გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
მისიცე ინფორმაციით, 24 ნოემბრიდან კვირის ბოლომდე ტემპერატურა ისევ
მოიმატებს და ამინდი დათბება.
  
			
 
			
მასალის გამოყენების პირობები