ახალი ამბები
"ყოველი ზამთრის წინ მაქსიმალურად ვცდილობთ შევამოწმოთ საცხოვრებელი სახლები" – "სოკარ ჯორჯია გაზი"
FaceBook
"სოკარ ჯორჯია  გაზის" იმერეთის სერვიცენტრის ცხელ ხაზზე ( 16 114) გაზის გამათბობლების შემოწმებაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში  27 ზარი შევიდა, ხოლო გუშინ საღამოდან  ამ დრომდე უკვე ათი  შეტყობინება მიიღო. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს  "სოკარ ჯორჯია გაზ"–ში განუმარტეს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ზამთრის პერიოდში აბობენტების მხრიდან უფრო მეტი აქტიურობა ფიქსირდება ვიდრე სხვა  პერიოდში. "სოკარ ჯორჯია გაზის" იმერეთის სერვისცენტრში განმარტავენ, რომ  ისინი ზამთრის წინ თითქმის ყოველდღიურ პერიოდში ახორციელებენ გეგმიურ შემოწმებას. 

"ყოველი ზამთრის წინ მაქსიმალურად ვცდილობთ შევამოწმოთ საცხოვრებელი სახლები, თუმცა ზოგიერთი დაკეტილია. ამიტომ მოგატყუებთ, რომ გითხრათ 100 პროცენტიანი შემოწმება გვაქვსთქო,  დაახლოებით 80–85 პროცნტიანი ნახვა არის ჩვენი მხრიდან", – ამბობს "სოკარ ჯორჯია გაზის" იმერეთის რეგიონის დირექტორი დავით ჯაიანი. 

ის ამბობს, რომ არის შემთხვევები როცა მოქალაქეებს ბუნებრივი აირის გამათბობლები თვითნებურად აქვთ დამონტაჟებული. ასეთ შემთხვევაში, კომპანიაში განმარტავენ, რომ აბონენტებს აფრთხილებენ.

"ზოგ შემთხვევაში კი თუკი არის საშიში ასე დამონტაჟებული მოწყობილობა,  ასეთ შემთხვევაში ხდება  გაზის ჩაჭრა", –  განმარტავენ  "სოკარ ჯორჯია გაზის" იმერეთის  სერვისცენტრში.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს ფრთხილად იყონ, განსაკუთრებით  მაშინ, როცა ბუნებრივი აირის მილების ძველი გაყვანილობაა.  

ქუთაისში სულ 65 000–ზე მეტი აბონენტია. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
11:00 / 16.04.2024
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის საშვთა ბიუროს
შენობაში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი
გაიხსნა.
09:30 / 16.04.2024
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის საშვთა ბიუროს შენობაში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.