ახალი ამბები
პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მოსმენა გრძელდება
FaceBook
პარლამეტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება.
ბიუჯეტის პროგრამებს დეპუტატებს კომიტეტების ხელმძღვანელები აცნობენ.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითად მიმართულებებზე პარლამეტში გუშინ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიამა  ისაუბრა.

მინისტრმა ბიუჯეტს ყველაზე ადევკატური და სოციალურად მორგებული უწოდა.

მომავალი წლის ბიუჯეტი გააკრიტიკა ოპოზიციამ. "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მინისტრს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი და ლარის კურსის ვარდნა შეახსენეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლება ზრდის სუსის ბიუჯეტს, მაშინ, როცა დაფინანსება დაპირების მიუხედავად არ გაუზარდა მესამე კატეგორიის შშმ პირებს.

ბიუჯეტის მეორე მოსმენით  მიღება 13 ნოემბერს იგეგმებოდა, თუმცა, სხდომა კვორუმის არარსებობის გამო რამდენიმე საათიანი დაგვიანებით დაიწყო და საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების მოსმენა ვერ მოესწრო.

ქვეყნის  2019 წლის ბიუჯეტი 13 მილიარდი ლარია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.