ახალი ამბები
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება
FaceBook
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს გაიმართება.

მეორე ტურის თარიღი, ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე დაასახელა. რასაც წინ უძღვოდა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება.

საქართველოში 28 ნოემბერი არასამუშაო დღედ გამოცხადდა, ხოლო საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე 20:00 საათის ნაცვლად, ხმის მიცემა ღამის 12 საათამდე იქნება შესაძლებელი.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. იმის გამო, რომ პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან ზღვარი ვერცერთმა გადალახა, საჭირო გახდა მეორე ტურის დანიშვნა. პირველ ტურში ამომრჩევლთა ხმები ასე გადანაწილდა:

დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 38.64%

გრიგოლ ვაშაძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -37.74%

დავით ბაქრაძე
პ/გ "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის"
10.97%

შალვა ნათელაშვილი
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 3.74%

დავით უსუფაშვილი
პ/გ "თავისუფალი დემოკრატები"- 2.26% 


28 ნოემბერს, სამუშაო დღეს, არჩევნების ჩატარების პირველი შემთხვევა არ იქნება.

ასევე, სამუშაო დღეს  ჩატარდა არჩევნები 2006, 2008 და 2012 წლებში.

კერძოდ, 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 5 ოქტომბერს, ოთხშაბათს გაიმართა.

2008 წელს, პარლამენტის არჩევნები 21 მაისს, ხუთშაბათს ჩატარდა. 

2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნები, ასევე, სამუშაო დღეს, ოთხშაბათს იყო. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.