ახალი ამბები
თეთრ ხიდზე ამოტვიფრულ ლექსზე შეცდომით დაწერილი ავტორი შეცვალეს
FaceBook
ქუთაისში, თეთრ ხიდზე ამოტვიფრულ ტერენტი გრანელის ლექსზე შეცდომით ავტორად დაწერილი კოლაუ ნადირაძე წაშალეს და ციტატას რეალური ავტორი მიაწერეს. 
თუმცა, შეცდომის გამოსწორების შემდეგ ფილაზე ხარვეზებია.

"ფილაზე ხარვეზი ამ სახით არ დარჩება და გამოსწორდება," - აცხადებენ მერიაში.

შეცდომის გამოსწორების მიზეზით ხიდის ნაწილი დროებით გადაკეტილი იყო. თუმცა, დღესაც ხიდის ნაწილი რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული და გადაკეტილია. მერიაში განმარტავენ, რომ ხიდზე კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს, სხვა არსებული ხარვეზი სწორდება და ამ მიზეზითაა ისევ გადაკეტილი.



თეთრი ხიდი საზეიმოდ 3 ნოემბერს გაიხსნა.

მალევე აღმოჩნდა, რომ ხიდზე დაგებულ ლითონის ფილებზე ამოტვიფრული ლექსის ავტორები აერიათ. ტერენტი გრანელის ლექსზე ავტორად კოლაუ ნადირაძე იყო მითითებული.

შეცდომა აკაკი მამრიკიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.


ამავე თემაზე:

თეთრ ხიდზე ტერენტი გრანელის ლექსზე ავტორად კოლაუ ნადირაძე მიაწერეს

ახლადგახსნილი თეთრი ხიდი ნაწილობრივ გადაკეტილია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.