ახალი ამბები
რა სურს ხალხს? - პროექტები, რომლის დაფინანსებასაც 2019 წლის ბიუჯეტიდან ითხოვენ
FaceBook
ქუთაისის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დაიწყო.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის პროექტი პირველად მუნიციპალიტეტებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრა "მოსახლეობის ფორუმის" ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგა.

ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტების მოსმენის შემდეგ, ფორუმის მონაწილეები სამ სექციად დაიყვნენ. ინფრასტრუქტურით, სოციალური და ახალგაზრდული მიმართულებებით დაინტერესებული პირები ცალ–ცალკე დარბაზში გადანაწილდნენ. ფორუმის მონაწილეებმა სფეროების შესაბამისად 5–5 ინიციატივა წარადგინეს. ის, რისი გათვალისწინებაც სურთ მომავალი წლის ბიუჯეტში.

ფორუმის ფარგლებში შემუშავებული ინციატივების მიხედვით, შესაძლებელია იმაზე მსჯელობა, რეალურად რა სჭირდება ხალხს.

მიმართულბების გამიჯვნის მიუხედავად, წარმოდგენილი ინიციატივები ძირითადად, მაინც ინფრასტრუქტურას შეეხებოდა. ფორუმის მონაწილეები ითხოვდნენ მუხნარის ტყის კულტურულ– დასასვენებელ პარკად გადაკეთებას, "ტორპედოს" მოედნის კეთილმოწყობას, მუნიციპალიტეტებში ამფითეატრების მოწყობას, სკოლების უზრუნველყოფას ცენტრალური გათბობით, საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკებით აღჭურვას. გაითვალისწინეს უსაფრთოხოებაც და მოითხოვეს ვიდოეკამერების დამონტაჟება კულტურულ და გასართობ ადგილებში.

ინიციატივების მიხედვით გაირკვა, რომ ადგილობრივებს საგზაო უსაფრთხოება განსაკუთრებით აწუხებთ. კონკრეტულ ქუჩებზე ითხოვენ ხელით სამართავი შუქნიშნების დამონტაჟებას, გზებზე საჩქარის შემაკავებელი ბარიერების მოწყობას, გარეგანათების მონტაჟს, აივნებისა და კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას მათი უსაფრთხოების მიზნით.

ფორუმზე გაიჟღერა ბიზნესიდეამაც. მამია გიორგაძე მერიას ავანგარდის დასახლებაში ძროხების ფერმის დაფინანსებას სთხოვს. მისი თქმით, წარმოებული პროდუქტი სოციალურად გაჭირვებულებს დაურიგდებათ.

ფორუმის საშუალებით ადგილობრივ ხელისუფლებას ხმა მიაწვდინა "ამაგდარ ქალთა ლიგამ", რომელიც რამდენიმე თვეა შენობის გარეშეა დარჩენილი.

საბოლოოდ, ათეულობით ინიციატივიდან მხოლოდ სამი შეირჩა, რომელიც განსახილველად მერიის მრჩეველთა საბჭოს გადაეგზავნება. საბოლოოდ კი, ამ სამიდან 2019 წლის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი დაფინანსდება.

ღია კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ საბჭო არჩევანს საბავშვო ბაღებში ატრაქციონების მონტაჟს, ფასადების, ტროტუარებისა და გარე განათების საკითხების მოწესრიგებასა და დამხმარე მეურნეობის დაფინანსებას შორის გააკეთებს.

ქალაქის ხელისუფლება 2019 წლის ბიუჯეტის 2 მილიონამდე ლარით გაზრდას გეგმავს, რაც საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით, რეგიონალური განვითარების ფონდის ხარჯზე მოხდება.

"ბიუჯეტის დამტკიცებული ვარიანტი იქნება 53 მილიონი, თუმცა, წელს რგფ-დან ველოდებით 11 მილიონს ლარს, რაც შარშან იყო 8 მილიონი. გარდა ამისა, 1 765 000 ლარით გაიზრდება გათანაბრებითი ტრანსფერი," - ამბობს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, დავით ნიშნიანიძე.


ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვები მომავალშიც გაგრძელდება.

ფორუმს არ დაესწრო ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.