ახალი ამბები
"კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ" – მეშახტეები დეპუტატთან შეხვედრაზე
FaceBook
ტყიბულის შახტში დასაქმებულებსა და მაჟორიტარ დეპუტატს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა.

მხარეებს შორის მოლაპარაკება საათნახევარის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრაზე 30-მდე მეშახტე იმყოფებოდა.

"შეხვედრით არ ვართ კმაყოფილები. კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. მხოლოდ ის გვითხრა, რომ 15 ნოემბრიდან შახტში მოპოვებითი სამუშაოები დაიწყება, თუკი დეპუტატს დავუჯერებთ. რაც შეეხება ჩვენს სოციალურ მოთხოვნებს, კონკრეტულად ვერაფერი გვითხრა. პრემიერთან შეხვედრაზე კი გვიპასუხა, რომ ახლა ჩინეთში იმყოფება და რომ ჩამოვა, ვეცდები, შეგახვედროთო", – ამბობს ერთ–ერთი მეშახტე ხვიჩა გაბუნია.

მეშახტეების მთავარი მოთხოვნა, შახტებში სამუშაოების განახლება, საშემოსავლო გადასახადის განახევრება და საპენსიო ასაკის დაწევაა.

"ნოემბრის ბოლომდე თუკი პარლამენტი მიიღებს კანონს, საშემოსავლოსა და საპენსიო ასაკის დაწევაზე, გავჩერდებით, თუ არადა გავაგრძელებთ გაფიცვებს. მარტო ხელფასების გაცემა არ ცვლის არაფერს", - ამბობს ხვიჩა გაბუნია.

მისივე თქმით,  შეთანხმება მთავრობასთან ნოემბრის თვეში ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით მიღწეულია და ნოემბრის თვის ხელფასს სახელმწიფო გადაიხდის.

ტყიბულში მეშახტეებმა აქცია  ორ ნოემბერს დაიწყეს. გამგეობის წინ შეკრებილები შახტებში მოპოვებითი სამუშაოების განახლებას ითხოვენ, რომელიც სამი თვეა შეჩერებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ისინი ამბობენ, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით ვითარება გამოსწორდა და ნახშირის მოპოვებითი სამუშაოების დასაწყებად მზად არიან. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ფინანსების არ ქონის გამო დასაქმებულებს ხელფასს ვეღარ გადაუხდიან. მეშახტეებს მერის მოადგილე შეხვდა და მთავრობასთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი, თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ ტყიბულში მიმდინარე პროცესები მოსალონდელი იყო, რადგან მთავრობამ მათი რეკომენდაცია არ მიიღო, რომელიც შახტში მუშაობის უსაფრთხოდ განახლებას ითვალისწინებდა.

ტყიბულის შახტში მოპოვებითი სამუშაობები მიმდინარე წლის ხუთ აპრილს, ექვსი მეშახტის დაღუპვის შემდეგ შეჩერდა. უბედური შემთხვევის შემდეგ, კომპანია "საქნახშირი", რომელიც ტყიბულის შახტებში ოპერირებს, ბაზრიდან შესაძლო გასვლაზეც ალაპარაკდა. კომპანიას უბედური შემთხვევის შემდეგ ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები აღარ უწარმოებია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.