პოლიტიკა
ენმ თეთრ ხიდზე: "გვაქვს გონივრული ეჭვი, მიმდინარეობდა ფარული მოლაპარაკებები"
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, გიგა შუშანია "თეთრი ხიდის" უსაფრთხოებასა და დახარჯული თანხების არამიზნობრიობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ქუთაისის მერიის მიერ ხიდის რეაბილიტაციაში დახარჯული 500 000 ლარი არის გაფლანგული თანხა ბიუჯეტიდან, რადგან სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, ხოლო კონსტრუქცია იმაზე ცუდ დღეშია, ვიდრე  რეაბილიტაციამდე იყო.

"გახსნიდან ორ დღეში ზედაპირმა დაიწყო აძრობა. ასევე, ამ ხიდზე გავლა არ იქნება უსაფრთხო, როდესაც ეს რკინის გალაქული ზედაპირი გაიყინება და ზაფხულში გახურდება. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ პროექტის მიმდინარეობისას სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასა და ქუთაისის მერიას შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, იმიტომ რომ საბოლოო სახით ეს ხიდი არ შედგა ისეთი სახით, როგორიც იყო პროექტში", - ამბობს გიგა შუშანია. 

ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განმარტება უკვე გააკეთა. მერია აცხადებს, რომ არსებობს კონსტრუქტორის დასკვნა, რომელიც პროექტს თან ახლავს. 

"კომპანია ,,ალმა რუს საქართველომ" ხიდზე არსებითი სამუშაოები უკვე დაასრულა. დარჩენილია ხარვეზების გამოსწორება (ზედაპირის კოსმეტიკური სამუშაოებთან დაკავშირებით). აღნიშნულ ხარვეზებზე კომპანიას მიეთითა პროექტზე ზედამხედველობის სამსახურების მიერ. სამუშაოებზე ასანაზღაურებელი დარჩა 170 000 ლარი, რომელსაც კომპანია მიიღებს პროექტის სრულყოფილად დასრულების შემდეგ, შესაბამისი ჯარიმების გამოქვითვით", - აცხადებენ მერიაში. 

თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, 3 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა.

ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.