ახალი ამბები
რატომ შეაჩერეს ტყიბულში მეშახტეებმა დროებით საპროტესტო აქცია
FaceBook
ტყიბულში მეშახტეები აქცია-პროტესტს დროებით წყვეტენ.

მეშახტეების თქმით, ისინი ხუთ ნოემბერს ტყიბულის დეპუტატს, ელგუჯა გოცირიძეს ხვდებიან, რომელმაც ამ შეხვედრიდან ორი დღის ვადაში მეშახტეები პრემიერ-მინისტრს უნდა შეახვედროს. მთავარი მოთხოვნა საშემოსავლო გადასახადის განახევრება და საპენსიო ასაკის დაწევაა. 

"ნოემბრის ბოლომდე თუკი პარლამენტი მიიღებს კანონს, საშემოსავლოსა და საპენსიო ასაკის დაწევაზე, გავჩერდებით, თუ არადა გავაგრძელებთ გაფიცვებს. მარტო ხელფასების გაცემა არ ცვლის არაფერს", - ამბობს ხვიჩა გაბუნია.

მისივე თქმით,  შეთანხმება მთავრობასთან ნოემბრის თვეში ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით მიღწეულია და ნოემბრის თვის ხელფასს სახელმწიფო გადაიხდის.

ტყიბულში მეშახტეებმა აქცია გუშინ, მიმდინარე წლის ორ ნოემბერს დაიწყეს. გამგეობის წინ შეკრებილები შახტებში მოპოვებითი სამუშაოების განახლებას ითხოვენ, რომელიც სამი თვეა შეჩერებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ისინი ამბობდნენ, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით ვითარება გამოსწორდა და ნახშირის მოპოვებითი სამუშაოების დასაწყებად მზად არიან. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ფინანსების არ ქონის გამო დასაქმებულებს ხელფასს ვეღარ გადაუხდიან. მეშახტეებს მერის მოადგილე შეხვდა და მთავრობასთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი, თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ ტყიბულში დღეს მიმდინარე პროცესები მოსალონდელი იყო, რადგან მთავრობამ მათი რეკომენდაცია არ მიიღო, რომელიც შახტში მუშაობის უსაფრთხოდ განახლებას ითვალისწინებდა.

ტყიბულის შახტში მოპოვებითი სამუშაობები მიმდინარე წლის ხუთ აპრილს ექვსი მეშახტის დაღუპვის შემდეგ შეჩერდა. უბედური შემთხვევის შემდეგ, კომპანია "საქნახშირი", რომელიც ტყიბულის შახტებში ოპერირებს, ბაზრიდან შესაძლო გასვლაზეც ალაპარაკდა. კომპანიას უბედური შემთხვევის შემდეგ ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები აღარ უწარმოებია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულში, ძიძიგურისა და  მინდელის
შახტების მმართველი კომპანია მეშახტეების პროტესტს უმიზეზოს უწოდებს და
აცხადებს, რომ  შახტების დროებითი დახურვა მეშახტეთა
ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.
13:27 / 26.02.2020

ტყიბულში, ძიძიგურისა და  მინდელის შახტების მმართველი კომპანია მეშახტეების პროტესტს უმიზეზოს უწოდებს და აცხადებს, რომ  შახტების დროებითი დახურვა მეშახტეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.

ტყიბულში, ძიძიგურის შახტში დასაქმებულებმა
მინდელის სახელობის შახტში გადაინაცვლეს და გაფიცვას იქ
აგრძელებენ.
13:02 / 26.02.2020

ტყიბულში, ძიძიგურის შახტში დასაქმებულებმა მინდელის სახელობის შახტში გადაინაცვლეს და გაფიცვას იქ აგრძელებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.