„ჩამოგითვლით ალტერნატივებს, რასაც განვიხილავთ: ეს შეიძლება იყოს სავაჭრო ცენტრი, ბიზნეს ცენტრი, რომელიც იქნება სავაჭრო პალატის მსგავსი და სადაც განთავსდება ყველა ბანკი და ასე შემდეგ. მეორე, შეიძლება იყოს სპორტის სასახლე, რომელიც იქნება ცენტრალური, ან გადაიქცევა დიდ უნივერსიტეტად, ან იქნება ახალგაზრული ცენტრი, ოღონდ ცენტრალური და არა რიგითი. ამ მიმართულებით იდეებზე მუშაობა არ არის დასრულებული, გვჭირდება ნამდვილი, რეალური ალტერნატივები, “ – განაცხადა მარგველაშვილმა.
ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილება მთავრობამ ერთი თვის წინ მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, 2018 წლის იანვრიდან პარლამენტი სრულად გადავა თბილისში.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.




მასალის გამოყენების პირობები