ახალი ამბები
"ქუთაისში საარჩევნო უბნებზე მერიის სახელით უცხო პირები დადიან"
FaceBook
ქუთაისში  საარჩევნო უბნებზე უცხო პირები მერიის სახელით მიდიან და კომისიის წევრებს აფრთხილებენ.

აღნიშნული ინფორმაცია "ქუთაისიპოსტს"   N 120 – ე საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ–ერთმა დამკვირვებელმა აცნობა.

"საარჩევნო უბნებზე უცხო პირები მერიის სახელით დადიან. ისინი კომისიის წევრებს აფრთხილებენ. მაგალითად აქ ორი ახალგაზრდა მოვიდა და კომისიის წევრებს უთხრეს, რომ თუ რაიმე ექსცესი იქნებოდა მათთვის დაერეკათ. როცა მე ვკითხე ვინ იყვნენ, მიპასუხეს, რომ ქუთაისის  მერიის სპორტული აიპის თანამშრომლები არიან," – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" დამკვირვებელი, ვალერიან თევდორაძე.

უცხო პირების უბანზე მისვლის ფაქტს არ ადასტურებს თავად N 129 –ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მისი ინფორმაციით, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. 

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ უცხო პირები, რომლებიც მერიის სახელით დადიან, არ არიან მერიაში დასაქმებული ადამიანები, რადგან ადგილობრივი თითმმართველობა არ ერევა არჩევნების მიმდინარეობაში.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,  კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.  საპრეზიდენტო არჩევნებზე ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, სადაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს.

საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.