ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს გია უკლებას ცემის ფაქტზე გირაო შეუფარდეს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებს, იმედა საღინაძესა და ამირან კოპალეიშვილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შუფარდა.
ბრალდებულების ადვოკატის, ირაკლი გიორგაძის თქმით, დეპუტატები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

"პროკურატურამ ჩათვალა, რომ გამოძიების დასრულებამდე უნდა შეფარდებოდა 3000 ლარი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მათ ბრალი აღიარეს. ისინი თავს უდანაშაულოდ ცნობენ. გამოძიება გრძელდება", –  ამბობს ირაკლი გიორგაძე.

გამოძიების დასრულებას ელოდება ამირან კოპალეიშვილი, რომელიც ერთ–ერთი იყო, ვინც გია უკლებას მერიის ადმინისტრაციული შენობის დერეფანში ფიზიკურად გაუსწორდა. დეპუტატი ამბობს, რომ ის დამნაშავე არ არის.

"ჩვენ წარვადგინეთ ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, რომ ჩხუბს იწყებს გია უკლება. შესაბამისად, ჩემი მოქმედება იყო პასუხი მის დარტყმაზე. წაყენებულ ბრალს არ ვეთანხმები, თუმცა, გირაოზე წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ გავმართლდები ამ საქმეში",–ამბობს ამირან კოპალეიშვილი.

ბრალს არც იმედა საღინაძე აღიარებს.

"არ ვეთანხმები სასამართლოს გადაწყვეტილებას და მეტს ვერაფერს გეტყვით", – ამბობს დეპუტატი.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ არ იყო ინფორმირებული თავად დაზარალებული.

გია უკლება ამბობს, რომ მისთვის 26 ოქტომბერს ჩატარებული სხდომის შესახებ არ უცნობებიათ.

"თქვენგან მესმის ეს ინფორმაცია და ამის შესახებ არ ვიცოდი არაფერი. მთავარი არ არის ახლა რას შეუფარდებენ, მთავარია როგორ დასრულდება საბოლოოდ გამოძიება", – ამბობს გია უკლება.

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, გია უკლებას მართველი გუნდის წევრებმა 19 სექტემბერს სცემეს.

თავდაპირველად დაპირისპირება გია უკლებასა და იმედა საღინაძეს შორის დაიწყო, რაც მალევე შენობის დერეფანში ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. უკლებას რამდენიმე დეპუტატი ერთდროულად სცემდა. ინციდენტის შედეგად უკლებამ სახის არეში დაზიანებები მიიღო.
მომხდარზე საქმე 126–ე მუხლით აღიძრა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, გირაოს ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას გულისხმობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ
ჩხუტელში სამძებრო-სამუშაოები მდინარე ცხენისწყალში გადავარდნილი
ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარის მდინარიდან ამოყვანით
დასრულდა.
14:03 / 26.01.2020
ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხუტელში სამძებრო-სამუშაოები მდინარე ცხენისწყალში გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარის მდინარიდან ამოყვანით დასრულდა.
შპს
12:38 / 26.01.2020

შპს "ინვესტ ჯგუფმა" ანანოვების სასახლის რეკოსნტრუქციისათვის პროექტი წარადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.