ახალი ამბები
ერთი დღე არჩევნებამდე - ოპოზიცია ქუთაისში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
FaceBook
მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს, "ევროპული საქართველო"-ს, "თავისუფალი საქართველო"-სა "გირჩი"-ს ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, წინასაარჩევნო გარემო ძალადობრივია.

"ძალა ერთობაშია"-ს ორგანიზაციის წარმომადგენელ, გიგა შუშანიას განმარტებით, ქუთაისის მერი მათი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატებთან ბრძოლითაა დაკავებული. ასევე, ის ამბობს, რომ საუბნო-საოლქო კომისიის წევრები ქალაქის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩინოსნების ნათესავები არიან. კერძოდ, გიორგი ჭიღვარიას სიდედრი, #58-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრი არის. საუბრობს, აგრეთვე აგრესიულ კამპანიებზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

"ევროპული საქართველო"-ს წარმომადგენელი, კოტე რატიანი, ძირითადად, საოლქო და საუბნო კომისიებში "ქართული ოცნების" აქტივისტთა დასაქმებაზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას. 

"თავისუფალი საქართველო"-ს შტაბის უფროსი იმერეთში, გოგი წულაია არაჯანსაღ გარემოზე მიუთითებს. ის ამბობს, რომ ადმინისტრაციული რესურსის მთლიანი გამოყენება მოხდა. მისი თქმით ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მათი გუნდი ქუჩაში გამოსვლისთვის მზადაა და რომ თითოეულ ხმას დაიცავენ. 

"გირჩი"-ს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილი 2012 წლიდან ადმინისტრაციული რესურის ზრდაზე საუბრობს. მისი თქმით,  ბიუროკრატიული ხარჯი რამდენიმე მილიონით არის გაზრდილი.

პარტიის წარმომადგენლებმა განცხადებები საინფორმაციო სააგენტო "ტოპნიუსის" პრესკლუბში გააკეთეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.