ახალი ამბები
"გაზის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია" - დირექტორი ქუთაისის სკოლაში მოწამლულებზე
FaceBook
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეების ინტოქსიკაციის მიზეზად გაზის გაჟონვას გამორიცხავს.
"მე-5 კლასელი ოთხი მოსწავლე გაკვეთილზე გახდა შეუძლოდ, გამოიძახეს სასწრაფო, პარალელურად მოვიდა გაზის კომპანია და შემოწმდა შენობა, დადასტურდა რომ გაზის გაჟონვას ადგილი არ ქონია, სავარაუდოდ, მოწამვლა სპორტის გაკვეთილის შემდეგ დიდი რაოდენობის წყლის მიღება გახდა", - ამბობს სკოლის დირექტორი, ნანა კენჭიშვილი. 

ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. 

ამ დროისთვის სასწავლო დაწესებულებიდან ოთხი მოსწავლე ბავშვთა საავადყოფოშია გადაყვანილი, სამი მოზარდი კი კლინიკაში სახლიდან მიიყვანეს. საავადმყოფოში სახლიდან გადაყვანილი ბავშვებიც ამავე სკოლის მოსწავლეები არიან.

"მეხუთე გაკვეთილის დაწყებისას ოთხი მოსწავლე გახდა ცუდად. იყო შესაბამისი სამსახური მისული ადგილზე და აირით მოწამვლა არ დადადასტურდა, რადგან სკოლის შენობაში გაზის მილები არ არის. მიმდინარეობს კვლევა და დაველოდოთ," - აცხადებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, გიგა ციბაძე.



ამავე თემაზე:

ქუთაისის 37-ე სკოლაში მოსწავლეები მოიწამლნენ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.