ახალი ამბები
ერთდღიანი პროტესტი - ბესო მიქელთაძემ შიმშილობა შეწყვიტა
FaceBook
სამბოში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა და ქუთაისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ბესო მიქელთაძემ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა.
მიქელთაძემ უკვე დატოვა პარლამენტის ტერიტორია.

მსოფლიო ჩემპიონის თქმით, იგი შეხვდა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს, რომელმაც პირობა მისცა, რომ საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის გადატანის საკითხს სამი თვის განმავლობაში არ განიხილავს.

გარდა ამისა, მისი თქმით, მან დაპირება მიიღო, რომ სანაცვლოდ, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სრული დატვირთვით იფუნქციონირებს, რაც მისთვის მისაღებია.

"თუ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ამუშავდება სრული დატვირთვით და უკეთესი შემოთავაზება ექნება ქუთაისისთვის ხელისუფლებას, მაშინ არც მომავალში გავაგრძელებ პროტესტს. გარდა ამისა, მივიღე დაპირება, რომ სამი თვე ამ საკითხს არ განიხილავენ", - ამბობს ბესო მიქელთაძე.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა უახლოესი სამი თვის განმავლობაში ისედაც არ მოხდებოდა. საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნებას ხელისუფლება 2019 წლის იანვრიდან გეგმავს.

მსოფლიო ჩემპიონმა პარლამენტის წინ მშრალი შიმშილობის აქცია 3 ოქტომბერს დაიწყო. მიქელთაძე აცხადებდა, რომ მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, იგი პროტესტს მანამდე გააგრძელებდა, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.