ახალი ამბები
„თავისუფლების 100 წუთი“ - პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის კრიტიკული გააზრება
FaceBook
ქუთაისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის თავთან დაკავშირებით დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
"თავისუფლების ასი წუთი" - ამ სახელწოდებით, ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ საღამოზე, გამომსვლელებმა სიმბოლურად 100 წუთში ჩაატიეს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ისტორია.

მომხსენებლები შეეცადნენ არა უბრალოდ მიმოეხილათ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და მისი არსებობის პერიოდი, არამედ, კრიტიკულად გაეაზრებინათ ის გარემოებები და შეცდომები, რამაც დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა მოკლე დროში დაასრულა.

ისტორიკოს, დავით წულეისკირის თქმით, ერთ-ერთი მთვარი შეცდომა, რის გამოც ახლადდაბადებული რესპუბლიკა მტრის ალყაში ორმხრივად მოექცა, საქართველოს მთავრობამ დაუშვა, როცა თურქეთის შემოთავაზებას, რუსეთის წინააღმდეგ დახმარებაზე, დათანხმდა.

"ნოე ჟორდანია გულუბრყვილოდ დაეთანხმა თურქეთის შეთავაზებას, რომ ჩვენ დაგეხმარებითო. თურქეთმა დაიკავა ბათუმი, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ხელი არ გაუნძრევია, რადგან ამ დროს თურქეთსა და რუსეთს უკვე შეთანხმება ჰქონდათ დადებული და მკვეთრად ჰქონათ გამიჯნული სადემარკაციო ხაზი", - განაცხადა დავით წულეისკირმა.

ისტორიკოსის აზრით, გარდა გარე ფაქტორებისა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამხობა, დიდწილად, საშინაო პოლიტიკაში დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა. მისი თქმით, გარდა იუნკერთა გამორჩეული თავდადებისა, ქვეყანას ბოლშევიკებისთვის სერიოზული წინააღმდეგობა არც კი გაუწევია.

საბოლოოდ კი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის დიდმა ნაწილმა თავი ემიგრაციას შეაფარა.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მხოლოდ პოლიტიკოსებს არ უბრძოლიათ და არც ისტორიულ გარემოებათა დამთხვევა გამხდარა დამოუკიდებლობის გამოცხადების მიზეზი. რუსეთისგან თავის დახნას პირველ რიგში ქართული მწერლობა ცდილობდა.

"ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს" - წერდა ილია ჯერ კიდევ 60-იან წლებში. უფრო მოგვიანებით, თვით საბჭოთა მწერლები ცდილობდნენ და გენიალურადაც ახერხებდნენ საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ გალაშქრებას. როცა კონსტანტინე გამსახურდია "დიდოსტატის მარჯვენაში" წერს: "ქურდები არიან ბიზანტიელები... გადაღმა ქვეყნები ქართველებს მოჰპარეს, ხოლო სინდისი ვერავის წაგლიჯეს, რადგან ასეთი რამ არა სჭირიათ ჯერაც", ყველამ იცოდა, რომ ბიზანტიაში რუსეთს გულისხმობდა. ნაკაცარ თეიმურაზ ხევისთავზე წერდა მიხეილ ჯავახიშვილი და ჯაყოში საქართველოს დამმონებელ რუსეთს გულისხმობდა",-ამბობს შშ-ის რეგისტრირებულ ლობისტთა ასოციაციის საპატიო წევრი მამუკა ჭონიშვილი.

გამომსვლელთა თქმით, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ფაქტების ცოდნა, არამედ, მათი კრიტიკულად გააზრება და შეცდომების დანახვა, რათა, მომავალში მაგალითი  იყოს ქართული საზოგადოებისთვის. 

ღონისიძიება სახელწოდებით "თავისუფლების 100 წუთი" პროექტის "აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობისთვის" ფარგლებში გაიმართა. საღამოზე წარმოდგენილი იყო პირველი რესპუბლიკისა და საბჭოთა პერიოდში   აკრძალული ლიტერატურის ამსახველი ფოტოგამოფენა.

ღონისძიება  გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, ოლქის მაჟორიტარის, ირაკლი შენგელიას ინიციატივით გაიმართა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.