ახალი ამბები
„თქვენი დაპირებები დარჩა სადღეგრძელოებად“ - ოპოზიცია ქუთაისში დაანონსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციამ, კეთილმოწყობის სამსახურს, რომელმაც სხდომაზე ქალაქში მიმდინარე სამუშაოების შესრულების ანგარიში წარადგინა, დაუსრულებელი და დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტები შეახსენა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიგა შუშანიამ მერიის მიერ დაანონსებულ პროექტებს სადღეგრძელოები უწოდა და განაცხადა, რომ რეალური ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.

"ცხრა თვეზე მეტია ბიუჯეტში დევს ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტისთვის თანხა და მერიამ ვერ მოაბა თავი მის განხორციელებას. კრიტიკას ვერ უძლებს გზების მდგომარეობა ქალაქში. მერიამ აღიარა, რომ ამ დრომდე მხოლოდ მეორეხარისხოვან გზებს აკეთებდა. ცენტრალური ქუჩები კი კვლავ მოუწესრიგებელია. ყველა პროექტი, რაც დაანონსეს, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა სადღეგრძელო, რეალური ნაბიჯები კი არ გადადგმულა", - განაცხდა გიგა შუშანიამ.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა უკვე შესრულებულ სამუშაოებში არსებულ ხარვეზებზე და ქუთაისის მერიას მოუწოდა შეცვალოს ის ორგანიზაცია, რომელიც სამუშაოების პროექტირებას ახდენს.

ქალაქის ხელისუფლებას შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმაც. მერაბ მეშველიანის თქმით, დაანონსებული პროექტების ნაწილი ჩავარდა, ნაწილი კი ჯერ ისევ არ განხორციელებულა.

"წინსვლა არ არის პრიორიტეტულად დასახელებული ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. არ განხორციელდა ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია, რიონისპირა სახლების პროექტი, ჩავარდა ოღასკურის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი", - განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

კეთილმოწყობის სამსახურმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ანგარიში დეპუტატებს წარუდგინა.
სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის თქმით, პროექტების 60% შესრულებულია.

"პროექტების 60% შესრულებულია. დასრულდა სამუშაოები 18 საგზაო ობიექტზე. მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურაში 8 500 000 ლარი დაიხარჯება. მიმდინარეობს სამუშაოები თბილისის ქუჩაზე, ოღასკურის კალაპოტზე, თეთრ ხიდზე და სხვა მსხვილ პროექტებზე", - განაცხადა ბექა ყურაშვილმა.

რაც შეეხება, ოპოზიციის კრიტიკას, ბექა ყურაშვილი ამბობს, რომ რიონისპირა სახლების პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს გადეგზავნა და ფონდის პასუხზეა დამოკიდებული მისი განხორციელება. ას საფეხურიანი კიბეების რეაბილიტაციის დაწყება კი იმის გამო ჭანურდება, რომ კიბეების მიმდებარედ ტერიტორიის ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მერია მის გადმოცემას ელოდება.

ქუთაისის მერიამ რიონისპირა სახლებისა და ას საფეხურიანი კიბეების რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დაანონსა.

ამავე თემაზე:

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი მზადდება

რიონისპირა სახლები განახლების მოლოდინში (ვიდეო)

ქუთაისში რიონისპირა სახლებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.