ახალი ამბები
"თანამდებობიდან გადადგეს კორუმპირებული მერი" - აქციის მერვე დღე ზესტაფონში
FaceBook
ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით მერვე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კახა მახათაძის კაბინეტთან მოქალაქეები არიან შეკრებილები, კარები კი წებოვანი ლენტითაა დაკეტილი. ოთხი ადამიანი კი მეორე დღეა შიმშილობს.

"თანამდებობიდან გადადგეს და დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეები მახათაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რადგან მათი თქმით მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. ვიდრე ზესტაფონის მერი თანამდებობას არ დატოვებს, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი გაბრიჭის თქმით, ზესტაფონის მერის  წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას არ აქვს უფლება იყოს ზესტაფონის მერი. მოქალაქეები მოუწოდებენ მერს დატოვოს დაკავებული პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მჯდომარე აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

,,ზესტაფონის ფეროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ქობულეთში ერთ-ერთ სასტუმროსთან, რომელიც მახათაძის და მისი ძმის ბიზნესია. თანამშრომლები კი ზაფხულში ქარხნის ბიუჯეტით იქ ისვენებენ. მივმართავ იმერეთის გუნერნატორს ა მაჟორიტარ დეპუტატს,შეგვხვდეს და დაინტერესდეს ზესტაფონის მერია წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეებით და მის მიმართ არსებული პრეტენზიებით" - განაცხადა დავით გოგლიჩიძემ.

კახა მახათაძესთან ბიზნესკავშირს უარყოფენ შპს "ჯორჯიან მანგანეზში", რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ოპერირებს. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ ქობულეთში არსებულ არც ერთ სასტუმროსთან  ხელშეკრულება არ აქვთ გაფორმებული.

კახა  მახათაძე ბიზნესსაქმიანობას 2011 წლიდან ახორციელებს.  მას სხვადასხვა დროს ათზე მეტ კომპანიაში უფიქსირდება წილი.

მერი კახაბერ მახათაძე ამბობს, რომ ის სისულეებზე კომენტარის გაკეტებას არ აპირებს, შესაბამისად ის აქციის მონაწილეებსაც არ შეხვედრია. 


მავე თემაზე:

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდის, ფიზიკის
და ბიოლოგიის საგნის ქულები დღეს გამოქვეყნდება.
15:51 / 04.08.2020
ერთიანი ეროვნული გამოცდის, ფიზიკის და ბიოლოგიის საგნის ქულები დღეს გამოქვეყნდება.
11:44 / 04.08.2020
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ინფორმაციით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 2 000-მდე ადამიანს, რომლებმაც პანდემიის პირობებში სახელმწიფოსგან კომპენსაცია ვერ მიიღეს, დახმარებაზე მერიამაც უარი უთხრა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.