ახალი ამბები
ქუთაისის მერია "ნაციონალებს" - უკეთ ოპონირებისთვის კომპეტენტური სპეციალისტები აიყვანეთ
FaceBook
"ფინასური აბსურდის თეატრი - 98%".


ქუთაისის მერია, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის მიერ, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ინფრასტუქტურული პროექტების შეკვეცაზე, გაკეთებულ განცხადებას ეხმურება.
ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი ოპონენტებს ურჩევენ უკეთ ოპონორებისთვის აიყვანონ შესაბამისი კომპეტენტური სპეციალისტები, ხოლო "ნაციონალების" მიერ გაკეთებულ განცხადებას "ფინასური აბსურდის თეატრს - 98%" უწოდებენ.
აღნიშნული სამხაურის მიერ, "ნაციონალების" მიმართ საპასუხოდ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

"ნაციონალური მოძრაობის" სიცრუე #1. ინფრასტრუქტურული მიმართულებით 2015 წლის ბიუჯეტში უკვე ბოლო ცვლილებით გათვალისწინებულია 32 176,0 ათასი ლარი. 20 184,0 ათასი ლარი კი არის ამ სფეროში არაფინანსური აქტივების ზრდის (ე.წ. კაპიტალური დანახარჯების) მუხლში გათვალისწინებული თანხა, არ არის შემცირებული. პირიქით ის ბიუჯეტის დამტკიცებიდან 1-ლი, მე-2 და მე-3 ცვლილებებზე იზრდებოდა და რაც ყველაზე მთავარია მ/წლის 10 ივლისის ცვლილებით საერთოდ არ შეცვლილა.(იხ.ცხრილი).
სიცრუე #2. საყურადღებოა რომ ამ ცვლილებაზე ნამდვილად შემცირდა ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 100,0 ათასი ლარით, ოღონდ ეს მოხდა ისევ და ისევ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ფონზე, რომელიც პირდაპირ მოიკლო მერიამ. მანამდე კი 2014 წელს ადმინისტრაციული ხარჯებში დაზოგა 1,5 მლნ. ლარი , 2015 წლის მე-3 ცვლილებაზე შეამცირა 300,0 ათასი ლარით. ასე რომ მერიამ ნამდვილად იცის თუ რას ნიშნავს "ქამრების შემოჭერა", მერიამ ნამდვილად იცის, როგორ შეამციროს პრემიალური ფონდი 3 %- მდე და გაატაროს მთელი რიგი ღონისძიებები ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვასთან დაკავშირებით.
სიცრუე #3. 2015 წელს იანვრის დასაწყისში მოხდა გარდამავალი ფინანსური რესურსების ასახვა ბიუჯეტში, მათ შორის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2014 წელს დაკონტრაქტებული ვალდებულებების ასახვა ისეთ გარდამავალ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია, ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. შესაბამისად რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2014 წელს გარდამავალი ფინანსური ვალდებულების სახით ინფრასტრუქტურული მიმართულებით აისახა 2395,1 ათასი ლარი. აქაც აშკარაა არითმეტიკული უზუსტობა, თანაც ეს ცვლილება იანვარში აისახა და ივლისამდე ალბათ ეს ციფრი ვერ აღმოაჩინეს. აღნიშნული თანხის ხარჯვა წარმატებით მიმდინარეობს (ქუთაისის მუნიციპალიტეტი პირველ ადგილზეა ზოგადად მასზე გამოყოფილი თანხების ათვისების კუთხით საქართველოს მასტაბით). 4 695,0 ათასი ლარი უბარალოდ ვერ მოაკლდებოდა ბიუჯეტს, ვინაიდან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არაკომპეტენტურად, უფრო სწორად მარტივი არითმეტიკული შეცდომით არის მიღებული ეს ციფრი, და რაც ყველაზე მთავარია რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2014 წელს დაკონტრაქტებული ვალდებულებების დაფინანსება მერიის მიერ წარმატებით ხორციელდება.
სიცრუე #4. გაუთავებელი სპეკულირება ბიუჯეტის ფინანსური აქტივების მოძრაობაზე(მათი გაგებით ნაშთზე). საბიუჯეტო კანონმდებლობით ბიუჯეტის ბალანსის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს "ფინანსური აქტივის" ზრდის/კლების მუხლები, რომლის წარმოშობის წყაროდ მიჩნეულია დაზოგილი ფინანსური რესურსი და გადაჭარბებით, ან გაუთვალისწინებლად შესრულებული და აკუმულირებული თანხები. 2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი შესრულდა გადაჭარბებით და ამავდროულად ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვის საფუზველზე მოხდა 1,5 მლნ/ლარამდე თანხის აკუმულირება. აღნიშნული გარემოებების აღიარებას, როგორც ჩანს ვერ ახდენენ "ნაციონალური მოზრაობის" წევრები ან მისი დანახვა არ შედის მათ ხედვებში, ვინაიდან ეს პირველ რიგში კომპეტენციასა და ანალიზის უნარს, ხოლო მეორეს მხრივ რეალური კონსტრუქციული ოპონირების სურვილს საჭიროებს და არა დაუსაბუთებელ ინტრიგას. "ნაშთი" კი სრულიად სხვა მცნებაა და ის გულისხმობს საანგარიშებო პერიოდში (საბიუჯეტო წელი) დროის კონკრეტულ თარიღში ბიუჯეტის მომსახურების ანგარიშზე აკუმულირებულ ფულად რესურსს, რომლის განკარგვაც დაგეგმილი ბიუჯეტის ფონზე მიმდინარეობს. ალბათ თავისუფალი ფინანსური რესურსების არსებობას და მათი, სხვადასხვა პრობლემების დასაფინანსებლად მიმართვის შესაძლებლობებს ზედმეტ ფუფუნებად თვლიან, ვინაიდან ბიუჯეტის შემოსავლების შეუსრულებლობისა და მრავლად გაცემული პრემიების ფონზე მსგავს შესაძლებლობებს მოკლებულნი იყვნენ.
სიცრუე #5. 1034,0 ათასი ლარის სეკვესტრირება.
ბიუჯეტის ცვლილების საფუძველი შემდეგშია, რომელიც პირველ რიგში სატენდერო ეკონომიებითა და 6 თვის მანძილზე მოთხოვნების სიმცირით იქნა გამოწვეული:
1) გადახურვების პროგრამის შემცირება- ბიუჯეტის დამტკიცების დროს (საწყისი გეგმა 300,0 ათასი ლარი) გადახურვის პროგრამით დაინტერესებულ ამხანაგობებს მკაფიოდ განესაზღვრათ საბანკო გარანტირების მექანიზმი, რათა არ მომხდარიყო წინა წლებში არსებული მანკიერი პრაქტიკის გამეორება და დარიგებული გადასახური მასალის გაფუჭება. მ/წლის 6 თვის მანზილზე დაფიქსირდა სულ 28,0 ათასი ლარის მოთხოვნა.
2) პარაპეტების პროგრამის შემცირება-ბიუჯეტის დამტკიცების დროს (საწყისი გეგმა 300,0 ათასი ლარი) განისაზღვრა თანადაფინანსების პრინციპი 80(მერია)/20 (ამხანაგობა)-ზე. მ/წლის 6 თვის მანზილზე დაფიქსირდა სულ 8,0 ათასი ლარის მოთხოვნა.
3) ცენტრალური გზებიდან მისასვლელი გზების პროგრამა დამტკიცდა 30 ქუჩის რეაბილიტაციისათვის. გამოცხადდა ტენდერები და გამოცხადდა გამარჯვებულები , რომლებმაც ელექტრონული სისტემით ვაჭრობის საფუძველზე ამ 30 ქუჩის რეაბილიტაციისათვის დააფიქსირეს 240,0 ათასი ლარით ნაკლები ღირებულება. მაშასადამე სამუშაოების მოცულობა არ შემცირებულა და სატენდერო ეკონომია გამოყენებულ იქნა.
4) დასუფთავებისა და გამწვანების სფეროების ცვლილება: ცხოველების იზოლაციის (მათ შორის მაწანწალა ზაღლების) ფუნქცია დებულებით განესაზღვრა მერიის მიერ დაფუზნებულ ააიპ ,,სპეციალურ სერვისებს", ისევე როგორც ხეების გადაბელვის ფუნქცია, შესაბამისად არნიშნული თანხები მუხლობრივი ცვლილებით გადავიდა ააიპ-ში და ამ კუთხით შემცირება ბიუჯეტში არ მომხდარა.
5) გარე განათების პროგრამის ცვლილება: მ/წლის 6 თვის მანძილზე მერიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, რომელიც გულისხმობდა ეფექტურობის კონტროლს, გარე განათების ქსელის სისტემის მოწესრიგებას და ელ.ენერგიის ხარჯის შემცირებას, ყოველთვიურ შესრულებებში მისცა ქალაქს 60,0 ათასი ლარის ეკონომია, რომელიც გამოყენებული იქნა სამედიცინო დახმარების პროგრამის დაფინანსების უზრუნველსაყოფად ,,ც" ჰეპატიტის პროგრამის მხარდასაჭერად.
აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამ მერიას საშუალება მისცა არ დამდგარიყო რისკის ქვეშ არცერთი ზემოთ ხსენებული პროგრამა და დაეფინანსებია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა "ტორპედო ქუთაისისა" და "საკალათბურთო კლუბ ქუთაისი 2010"-ის სეზონისწინა მოსამზადებელი და 2015 წლი ბოლომდე არსებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ალბათ, ყველაზე მეტად "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ქუთაისის მერია,  მიუხედავად ზოგადად ფინანსური რესურსების სიმწირისა, წარმატებით აფინანსებს მისთვის ასეთ მნიშნელოვან საკითხებს ბიუჯეტის ყოველგვარი პრობლემის გარეშე შესრულების ფონზე", - აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.