ახალი ამბები
კინო "საქართველოს" განმარტება ფილმის ქართულად გახმოვანებასთან დაკავშირებით
FaceBook
კინო "საქართველოს" წარმომადგენელი ზვიად ნიშნიანიძე ფილმის "მონაზვნის წყევლის" ქართულად  გახმოვანებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ზვიად ნიშნიანიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბრისას ამბობს, რომ კინოთეატრი კერძო კომპანიაა და დუბლირებას ის თავადვე წყვეტს.

"გადავიხადო ფული იმაში, რაც სახალხო პროტესტის მიზეზი შეიძლება გახდეს მე არ მინდა, რადგან ამ ქვეყანაში ყველა გამოკითხვის შედეგად ყველაზე პატივსაცემი ინსტიტუტი არის ქართული ეკლესია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამაზე გვაქვს ბიზნეს-პრაგმატული გათვლა", - ამბობს ის. 

მისივე თქმით, მათ ფილმის გავშვებასთან დაკავშირებით სამი ვარიანტი ჰქონდათ. 

"პირველი, საერთოდ არ გაგვეშვა ეგ ფილმი და დაგვერქვა ჩვენს თავზე ცენზორის სახელი, რაც არ ვიკადრეთ, ვინაიდან დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მეორე გადაგვეთარგმნა ეს ფილმი ქართულად, რითაც ძალაუნებურად ამ ფილმის პოპულარიზაციას შევუწყობდით ხელს, ვინაიდან, ეს ფილმი რაღაც მომენტში როგორც მართლმადიდებლების, ასევე კათოლიკეების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. მაგალითად, იტალიასა და ესპანეთში ამ ფილმს ძალიან ცუდი რეცენზიები ჰქონდა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული დუბლირება არ გაგვეკეთებინა და პოპულარიზაციისთვის არ შეგვეწყო ხელი. ამიტომ, ფილმი გავა იმ ორიგინალურ ენაზე, რომელზეც ჩვენ ის მივიღეთ ფილმის მფლობელისგან. ე.ი ინგლისურად და რუსულად", - გვითხრა ნიშნიანიძემ.

დღეს კინო "საქართველოს" ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადება გამოაქვეყნა. გაცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ფილმ "მონაზვნის წყევლას" მაყურებელი ქართულ ენაზე ვერ ნახავდა, რადგანაც მათი აზრით ფილმის შინაარსი სარწმუნოებას შეურაცხყოფს. 

"მონაზვნის წყევლა" საშინელებთა ჟანრის ფილმია. რეჟისორი კორინ ჰარდია. მისი ჩვენება დღეს თბილისის კინოთეატრებშიც არის დაგეგმილი. თუმცა ქუთაისისგან განსხვავებით, ფილმი რუსულ და ინგლისურთან ერთად ქართულ ენაზეც გავა. ფილმი რუმინეთში მონაზვნის თვითმკვლელობის ამბავს ეხება. მიზეზის გასაგებად კი, ვატიკანმა მღვდელი და ახალგაზრდა მონაზონი გამოაგზავნა, რათა გაიგონ რუმინეთში მონაზვნის თვითმკვლელობის მიზეზი.

ამავე თემაზე: 

კინო "საქართველო": ფილმს რელიგიის შეურაცხყოფის გამო ქართულად არ გავახმოვანებთ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.