ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში ციფრული მაუწყებლობა 18 ივლისს ჩაირთვება
FaceBook
"ციფრული მაუწყებლობის სიგნალის მისაღებად საჭირო არის ე.წ. სეთ-თოფ ბოქსის მიერთება".


იმერეთის რეგიონში ტელემაუწყებლობა 18 ივლისს გაითიშება და ციფრული სიგნალი ჩაირთვება. აღნიშნულთან დაკავშირებით იმერთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ინფორმაცია ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა გააცნეს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.
"ციფრული მაუწყებლობის სიგნალის მისაღებად საჭირო არის ე.წ. სეთ-თოფ ბოქსის მიერთება. ეს მოწყობილობა კი თითქმის ყველა ტელევიზორს უერთდება", - განმარტა ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა ეთერ მინასელიძემ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, საქართველოში ციფრული მაუწყებლობის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით.
"18 ივნისს უნდა მომხდარიყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, მაგრამ 13 ივნისს მომხადრი სტიქიის შედეგად ვადა გადაიწია.  უკვე გათიშულია თბილისში მაუწყებლობის ძველი სიგნალი და ციფრული სიგნალი არის ჩართული", - აღნიშნეს შეხვედრაზე.
გრაფიკის მიხედვით,  იმერეთის რეგიონში ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი 18 ივლისს, დილის 10:00 საათიდან გაითიშება. მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი დასჭირდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმომადგენლების განმარტებით, საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად უკვე შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე შემუშავდა სუბსიდირება, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს ( 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ.
რამდენად არის მზად ქუთაისში მოსახლეობა  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად  შეგიძლიათ იხილოთ აქ.

თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო
განხილვა ქუთაისში შედგა.
17:19 / 22.04.2024
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში შედგა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.