ახალი ამბები
"ტვინს ვანძრევ ზოგჯერ მეც“- სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია ქუთაისში
FaceBook

ქუთაისში საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ჩამოსულმა სალომე ზურაბიშვილმა თავის სამომავლო გეგმებზე მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ ამომრჩევლებთან ისაუბრა.


„მოვდივარ, პირველ რიგში, ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად, რუსული ჯარის ქვეყნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი გზით გასაყვანად.

მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი, სიძულვილი უკვე ამოვიდა ყელში, ხომ მეთანხმებით? ჩემამდე ბევრად უფრო ლამაზად შოთა ამბობდა, რომ სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა და ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ძალიან მალე სულს ავნოს ამდენმა სიძულვილმა, რომელიც ტრიალებს ამ ქვეყანაში.

მოვდივარ ასევე, ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნია, რასაც არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე არ გამივლია სკოლა და უნივერსიტეტი საქართველოში.

მივმართავ უცხოეთში მყოფ ახალგაზრდებს. თქვენ ისწავლეთ ქართული არ დაივიწყოთ და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით. იმიტომ რომ ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის. მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები.

მე მოვდივარ იმისთვის, რომ საქმე გაკეთდეს და არა იმისთვის, რომ ჩემი სტატუსი გაძლიერდეს. ამისთვის კი აუცილებელია ხალხთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. ამიტომ მე ძალიან მადლიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით და ეს არის ისტორიული.

მოვდივარ იმისათვის რომ ჩემი გამოცდილება მოვახმარო ქვეყანას".

მან, აგრეთვე, სახელმწიფო დროშის მნიშვნელობაზე, პრეზიდენტის უფლებებზე, იმაზე თუ როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი, სპორტისა და განთლების მნიშვნელოაბაზე ისაუბრა. 

რაც შეეხება, ქუთაისის განვითარების გეგმას, მისი თქმით უნდა შევეგუოთ იმას, რომ ქუთაისი მომავალში არ იქნება ინდუსტრიის მშენებელი იმ გაგებით როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დროს. თუმცა, ზურაბიშვილის აზრით, ქუთაისი საქართველოს კულტურული დედაქალაქი უნდა გახდეს.

"ეს არის ისეთი მონახაზი რომ გაჩვენოთ თუ რას ვგეგმავ. აქ არ მიდის პოლიტიკური ბრტყელ-ბტყელი სიტყვები და მართლაც ტვინს ვანძრევ ზოგჯერ მეც და მხოლოდ ჟურნალისტებს არ ვეუბნები", - ასე დაასრულა თავისი გამოსვლა "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა. 

საარჩევნო პროგრამის წარდგენას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახი კალაძეც დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამის წარდგენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თუ რა ხდებოდა მესხიშვილის თეატრთან ნახეთ აქ.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო პროგრამის წარდგენას, სამუშაო საათების მიუხედავად, იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი, საკრებულოს დეპუტატები, მერიის ააიპ ორგანიზაციების წარმომადგნელები, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები და ი. ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე:

ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრას ადგილობრივი ჩინოვნიკები ესწრებოდნენ

ჩხუბი და დაპირისპირება ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის პარალელურად (ვიდეო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.