ახალი ამბები
"ძალა ერთობაშია": "ევროპული საქართველოდან" კოალიციას 140 ადამიანი შეუერთდა
FaceBook
კოალიცია "ძალა ერთობაშიას" განცხადებით პარტია "ევროპული საქართველოდან" კოალიციას 140 ადამიანი შეუერთდა.
კოალიციის წარმომადგენელთა თქმით, პარტიიდან ისინი სხვადასხვა პერიოდში წამოვიდნენ.   

გიორგი ვაშაძის თქმით, კოალიციას შეურთდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დრო ძელქვიანის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატი - ელისო დათოსანი, ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატი - დავით ჯანელიძე, მაჟორიტარობის კანდიდატი საფიჩხიაზე - ანდრო მაღლაკელიძე , შტაბის უფროსი უქიმერიონში - კახა მაჩიტიძე, შტაბის უფროსი ნიკეაზე - თეონა ჩიხლაძე, შტაბის უფროსი ძელქვიანში - ლაშა დვალიშვილი, კახიანაურის შტაბის უფროსი - ილია სოხაძე, კახიანაურის შტაბის უფროსის მოადგილე - ხათუნა ხურციძე და სხვები.

"იქ, სადაც სიმართლეა, ხალხი უერთდება ამ პროცესს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ძალიან წყნარად და მშვიდად 28 ოქტომბერს", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

მისივე თქმით 140 ადამიანის კოალიციაში გადასვლას "ევროპულ საქართველოში" არაადეკვატური გამოხმაურებები მოჰყვა.


ამავე თემაზე:

კოალიცია "ძალა ერთობაშიას" "ქართული ოცნებიდან" და "ევროპული საქართველოდან" შეუერთდნენ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.