ახალი ამბები
ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე ჯარიმები გაიზრდება
FaceBook
ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე ადმინისტრაციული ზომები შესაძლოა, გამკაცრდეს

– ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. ცვლილება ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.

როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, მოქმედი კანონით, ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების 6 თვის ვადით შეჩერებას იწვევს. სამი თვის შემდეგ კი, მძღოლს შეუძლია მართვის მოწმობის გამოცდაზე გავიდეს და ხელახლა აიღოს, ან გადაიხადოს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საკანონდებლო ცვლილებით, ჯარიმის ოდენობის მატებასთან ერთად, შესაძლოა, მძღოლისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის ხანგრძლივობაც გაიზარდოს.

„ამ მიმართულებით ვსწავლობთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის საფუძველზეც ვამზადებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც საშემოდგომო სესიისთვის იქნება ინიცირებული პარლამენტში. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ გადაადგილებაზე მაქსიმალურად მკაცრი სანქციების დაწესება ხელს შეუწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას“, – განაცხადა გიორგი არსოშვილმა.

საქართველოში სამ თვეში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 54 სიმთვრალით იყო გამოწვეული.


1tv.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.