ახალი ამბები
ნამახვანი ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს არ შეხვდნენ
FaceBook
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში, საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ნამახვანი ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგელები არ მივიდნენ.
"ქლინ ენერჯი გრუპმა" აქციის მონაწილეებს მხოლოდ წერილი გაუგზავნა.

"არსებობს რიონის ხეობასა და კონკრეტულად, ტვიშის ჰესზე ნამახვანი ჰესის პროექტის ზეგავლენის ფუნდამენტურად არასწორი გაგება. ამ კვირაში მოცემული საკითხების განსახილველად გთავაზობდით შეხვედრას მედიის გარეშე, რაზეც თქვენგან უარი მივიღეთ. "ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯია" არ გეგმავს მონაწილეობის მიღებას 23 აგვისტოს შეხვედრაში, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არ არის გონივრული დიალოგისთვის შესაფერისი ფორმატი",- ნათქვამია კომპანიის მიერ აქციის მონაწილეებისთვის გაგზავნილ  წერილში.

ადგილობრივთა თქმით, აქციის გამო კომპანიამ სოფელ ტვიშში არსებული ოფისიც დაკეტა.

"როგორც წინა შეხვედრაზე, ახლაც სამარცხვინოდ მოიქცნენ. დაკეტეილ ოფისსაც,  ალბათ, ხალხი რომ წავა, მერე გააღებენ",- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მაკა სულაძე.

აქციაზე შეკრებილი იყვნენ ნამახვანის, მექვენას, დერჩის, ალპანის, დღნორისისა და ყველა იმ სოფლის წარმომადგენლები, ვინც ნამახვანი ჰესის ზემოქმედების ქვეშ ექცევა.

აქციის მონაწილეებს წყალტუბოს ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა, ადგილობრივების თქმით, მათ ჰესის მშენებლობაზე ზეგავლენის მოსახდენად  ბერკეტები არ აქვთ.

საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" რიონის ხოების მცხოვრებლებმა ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ საბრძლოველად შექმნეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესი დატბორვით ემუქრება მათ სახლებს. დიდი რაოდენობით დაგუბებული წყალი კი შეცვლის კლიმატს, რაც დააზიანებს ბიომრავალფეროვნებას. საფრთხე შექმნება ყურძის უნიკალურ ჯიშებს.

მდინარე რიონზე 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანისა და ტვიშის ჰესს კომპანია "ქლინ ენერჯი გრუპი" აშენებს.

კომპანიას ამ დრომდე არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. მათი თქმით, ანგარიში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გასაჯაროვდება. "ქლინ ენერჯი გრუპში" რიონის ხეობის მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ჰესები საერთაშორისო სტანდარტებით აშენდება და დატბორვის ზონაში მცირე რაოდენობის ოჯახები მოხვდებიან, რომლებიც გასახლებას დაექვემდებარებიან.

ნამახვანი და ტვიში ჰესის პროექტის ღირებულება 750 მილიონი დოლარია.

კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს.


ცხოვრება დატბორვის შიშით- ნახეთ ვიდეო.


ამავე თემაზე:


ცხოვრება დატბორვის შიშით - ნამახვანჰესი, როგორც საფრთხე (ვიდეო)

ტვიშის მოსახლეობა ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს

„მამაოსთან მოვიდნენ ხალხის გადასაბირებლად“ - რიონის ხეობის პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ

ნამახვანჰესის რისკები და რიონის ხეობის პროტესტი - მოსახლეობა საბჭოს ტოვებს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.