ახალი ამბები
სინამდვილეში რას გულისხმობს მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა ქუთაისში
FaceBook
ახალი სასწავლო წლიდან ადგილობრივ თვითმმართველობებს საგანმანათლებლო დაწესებულებამდე სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება დაევალება.
თუმცა, აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ იმ მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რომელთაც სკოლებამდე მისასვლელად ორ კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა მოუწევთ. 

ამ დრომდე ამას განათლების სამინისტროს სსიპი ახორციელბდა. 2018 წლიდან კი დეცენტრალიზაციის ფარლებში ეს ვალდებულება საკუთარ თავზე თვითმმართველობებმა უნდა აიღონ.

სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება დაევალა ქუთაისის მერიასაც.  ქალაქს რომ დეცენტრალიზაციის მოთხოვნები შეესრულებია, თვითმმართველობას იმ საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირება მოუწევს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ამის გამო ისინი სხვა სკოლებში გადანაწილდნენ.

უკვე ცნობილია, რომ ქუთაისის მერიის მიერ დაქირავებული უფასო ტრანსპორტი #17, #30 და #33 სკოლების 1200 მოსწავლეს მოემსახურება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო #17 სკოლის მოსწავლეები ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე ალტერნატიულ ფართში ივლიან, #39 სკოლის მოზარდები სწავლას #37 საჯარო სკოლაში გააგრძელებენ, ხოლო, #33 საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები #12 სკოლაში ისწავლიან.

1200 მოზარდს უფასო ტრანსპორტით სარგებლობა ზემოთაღნიშნული სკოლების შენობებში რეაბილიტაციის დასრულებამდე, პირველი სემესტრის ჩათვლით შეეძლებათ.

"იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად ორ კილომეტრზე მეტის გავლა მოუწევს, შესაბამისი ტანსპორტით ქუთაისის მერია მოემსახურება. ეს დაგვევალა დეცენტრალიზაციის პირობებში",- ამბობს ქუთაისის მერიის ტარნსპორტის განყოფილების უფროსი, ირაკლი ცხვედიანი.

არაფერი იცვლება სხვა სკოლების მოსწავლეებისთვის. 

დეცენტრალიზაციაზე, როგორც ევროინტეგრაციის პროცესის განუყოფელი ნაწილზე ისაუბრეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე.

რეგიონულ შეხვედრაზე ითქვა, რომ თვითმმართველობებისთვის მეტი შესაძლებლობებისა და ფინანსების გადაცემა უნდა მოხდეს.

დეცენტრალიზაციის ფარგლებში გადაცემული ფუნქციის განსახორციელებლად, ქუთაისის მერიამ უკვე ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომლის შედეგებიც კვლავ განათლების სამინისტროს უნდა გადაუგზავნოს. მომსახურების შესყიდვაზე კი ტენდერს მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც უწყებისგან კონკრეტულ მითითებებს მიიღებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.