ახალი ამბები
„რამდენიმე ვარიანტს ვამუშავებთ“ - ქუთაისის მერია ახალ სატრანსპორტო გეგმაზე
FaceBook
ქუთაისის მერია საქალაქო ტრანსპორტის განვითარების გეგმაზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.
მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი, ირაკლი ცხვედიანი ამბობს, რომ ვიდრე კერძო სატრანსპორტო კომპანიებს ხელშეკრულების ვადა ამოეწურებათ, მერიამ ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს.

"ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ის დროს, რაც გვაქვს ნებართვების ვადის გასვლამდე. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს, ჯერჯერობით არ არსებობს. ზუსტად რაც ვიცით არის ის, რომ ქალაქს სჭირდება მოწესრიგებული, სუფთა და უსაფრთხო ტრანსპორტი",-ამბობს ირაკლი ცხვედიანი.

კონკრეტულად რა გათვლები აქვს მერიას, ამაზე განყოფილების უფროსი არ საუბრობს. მისი თქმით, დაპირება რომ ტყუილი არ აღმოჩნდეს, უმჯობესია ხელისუფლებამ ამაზე მაშინ ისაუბროს, როცა საბოლოო ვარიანტი შემუშავებული იქნება.

"რომ არ მოხდეს ტყუილი დაპირების გაცემა, გამოვიყენებთ იმ ვადას, რაც გვაქვს გეგმის შესამუშავებლად. მანამდე ვერ ვისაუბრებ დეტალებზე",-ამბობს ირაკლი ცხვედიანი.

ცხვედიანი არც იმას აკონკრეტებს, როგორ ხედავს ქალქის ხელისუფლება სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესებას - მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანით, თუ კერძო სექტორის მიერ ხარისხის გაუმჯობესებით.

იმას, რაზეც განყოფილების უფროსი არ საუბრობს, ამბობს ამავე განყოფილების სპეციალისტი. დავით კბილაშვილი, რომელიც გეგმის სამუშაო ვერსიის ერთ-ერთი ავტორია, მიიჩნევს, რომ ხარისხიანი სატრანსპორტო მომსახურების მიღწევის ერთადერთი გზა მუნიციპალური ტრანსპორტია და მერიას ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმაც აქვს.

დავით კბილაშვილმა ქუთაისიპოსტთან ისაუბრა 100 ახალი ავტობუსის შესაძლო შემოყვანაზე, რომელიც მერიას დაახლოებით შვიდი მილიონი ლარი დაუჯდება. გეგმის განხორციელების შემთხვევაში,  ეს მას შემდეგ მოხდება, რაც კერძო სატრანსპორტო კომპანიებს ხაზებზე მიღებული ნებართვების მოქმედების ვადა ამოეწურებათ.

მისივე თქმით, მერია მხოლოდ საავტობუსო ხაზებზე შეძლებს პასუხისმგებლობის აღებას, რადგან მთელი სატრანსპორტო ქსელის შეცვლა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

მანამდე საქალაქო ტრანსპორტის პოლიტიკაზე იმსჯელეს საკრებულოს დეპუტატებმაც. ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" სხდომაზე, ფრაქციის წევრებს სატრანსპორტო გეგმა თავად დავით კბილაშვილმა გააცნო.

მერიამ მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში 10 საავტობუსო და 34 მიკროსაავტობუსო ხაზია, რომლებზეც ნებართვას 19 კერძო კომპანია ფლობს.

ყველა საავტობუსო ხაზზე ნებართვის მოქმედების ვადა 2019 წლის ზაფხულში მთავრდება. ის კომპანიები კი, რომლებსაც ვადა 2020 წლამდე აქვთ, მიკროსაავტობუსო ხაზებს ფლობენ.


ამავე თემაზე:


ქუთაისის მერია 100 ავტობუსის შემოყვანას გეგმავს - კერძო კომპანიებს შესაძლოა ხაზები ჩამოერთვას

უცვლელი ბიზნესწილები და სატრანსპორტო მონოპოლია ქუთაისში
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:11 / 06.12.2019
"ქართული ოცნების" ოფისში დილიდან სიმშვიდეა, თუმცა, შტაბში უკვე არიან მობილიზებული პარტიის წევრები, მათ შორის ოფისში იმყოფება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე შემსრულებელი, გიორგი სვანიძე.
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის
მოსწავლის მშობელი პედაგოგს ბავშვის ცემაში ადანაშაულებს.
13:11 / 05.12.2019
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი პედაგოგს ბავშვის ცემაში ადანაშაულებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციას სტუდენტთა ნაწილიც შეუერთდა. 
რამდენიმე წუთის ქუთაისის მერიის წინ, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეები არიან შეკრებილნი ინცინდენტი მოხდა. 
ქუთაისი, რომელიც ქართული ცივილიზაციის აკვანია და რომელმაც სისხლი გადაუსხა ქვეყანას, ახლა არის მიტოვებული - გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე. 
გაერთიანებული ოპოზიციის აქცია-მსვლელობა, რუსთაველის გამზირზე მდებარე "ქართული ოცნების" ოფისს" უახლოვდება.
რამდენიმე წუთში, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია-მსვლელობა, რუსთაველის გამზირზე მდებარე ქართული ოცნების" ოფისს მიუახლოვდება. 
გაერთიანებული ოპოზიციის აქცია-მსვლელობა, რუსთაველის გამზირზე მდებარე "ქართული ოცნების" ოფისს" უახლოვდება.
ქუთაისში, კიკვიძის სკვერთან მდებარე ერთ-ერრთი საცხოვრებელი კორპუსიდან გაერთიანებული ოპოზიციის მისამართით კვერცები და ცოცხალი ქათამი ისროლეს.
"გაერთიანებული ოპოზიციის" აქციაზე, მონაწილეების ნაწილი  ყოფილი კინო "სულიკოს" ტერიტორიიდან დაიძრნენ.